A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს
მობ მოდ მოთ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოძ მოხ

მომდევნო ეფექტის კანონი

ჩვევის შემუშავების კანონი ცხოველებში. პირველად მასზე მიუთითა ამერიკელმა ფს-გმა ე. თორნდაიკმა. ცხოველი, რ-იც გალიაშია დამწყვდეული და გარეთ საკვებს ხედავს, მრავალ მოძრაობას მიმართავს, რომ გარეთ გამოვიდეს. ამ მოძრაობებიდან ერთ–ერთი შემთხვევით აღებს გალიის კარს და ცხოველი საკვებს ეუფლება /იხ. პრობლემური ყუთის მეთოდი/, ეს ცდა მრავალჯერ მეორდება და ცხოველი თანდათან ეჩვევა იმ ეფექტური მოძრაობის შესრულებას, რ-აც იგი მიზნისაკენ მიჰყვს. მრავალი ასეთი გამეორების შედეგად მცდარი მოძრაობები იკარგება და ცხოველს უმუშავდება მხოლოდ იმ მოძრაობის შესრულების ჩვევა, რ-იც მიზანს აღწევს. ამ ჩვევის შემუშავება ხდება ერთხელ მიღწეული დადებითი ეფექტის ცხოველის მოძრაობებზე უკუზეგავლენის შედეგად. ამ ფაქტს ცხოველთა სწავლაში ე თორნდაიკმა მ. ე. კ. უწოდა. /იხ. ცდისა და შეცდომის მეთოდი/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9