A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს მუ მც მხ
მობ მოდ მოთ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოძ მოხ

მოსაზღვრე მდგომარეობანი

/ფსიქოპათოლოგიაში/ ფს-კურ დაავადებათა გარკვეული კლასი. /ფსიქიატრიისაგან განსხვავებით, მედიცინის სხვა დარგში მოსაზღვრე მდგომარეობა დაავადებისწინა მდგომარეობას ნიშნავს/. მ. მ. მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რ-იც ხასიათდება: შედარებით მსუბუქი ნერვულ-ფსიქიკური დარღვევებით, რ-ის დროსაც ფსიქოზის ფორმალური ნიშნები თითქმის არ აღინიშნება. მ. მ-ებს მიეკუთვნება, ძირითადად, ნევროზები და ფსიქოპათიები. ფსიქიატრიის განშტოებას, რ-აც საქმე აქვს მოსაზღვრე მდგომარეობასთან ზოგჯერ „მცირე ფსიქიატრიას“ უწოდებენ.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9