ყოველი ნებისეული ქცევის განმსაზღვრელი საფუძველი. არანებისეული, იმპულსური ქცევის, რ-იც მაგ., წყურვილის დაკმაყოფილების შემთხვევაში საკმარისი ხდება მხოლოდ სათანადო მოთხოვნილების არსებობა. მოტივის საჭიროება კი მხოლოდ სუბ-ის ისეთი მდგომარეობის დროს ჩნდება, როცა მის წინაშე საკითხი ისმის, თუ რამდენიმე მოთხოვნილებიდან, რ-იც მას ამჟამად აქვს, რ-ლი უნდა დაკმაყოფილდეს და რ–ლს ეთქვას უარი ვთქვათ, თეატრში მიდის საინტერესო სპექტაკლი. მე მოთხოვნილება მაქვს წავიდე და ვნახო იგი, მაგრამ ამავე დროს შესასრულებელი მაქვს მნიშვნელოვანი სამუშაო. ვიწყებ ფიქრს, მსჯელობას: თეატრში წავიდე, თუ სამუშაო განვაგრძო. მსჯელობა ამ ორი შესაძლებელი ქცევის შესახებ მე მარწმუნებს, რომ სამუშაოს შესრულებას ჩემთვის მეტი ღირებულება და მნიშვ. აქვს, ვიდრე თეატრში წასვლას ამ მოსაზრებით სახლში ვრჩები და სამუშაოს განვაგრძობ. ის, რამაც ჩემში ამ ქცევის უპირატესობა განსაზღვრა, არის მოტივი. ამრიგად, მ. ჩნდება მაშინ, როცა ჩვენს წინაშე საკითხი ისმის: მრავალი მოთხოვნილებიდან რ-ლი დაკმაყოფიდეს?. ამ თვალსაზრისით, მ. გარკვეული მოთხოვნილების დაკმაყოფილების საფუძველია, ის აძლევს სანქციას მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ამ გაგებით, მ-ით მოქმედება, რ-იც, რა თქმა უნდა, მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება, სპეციფიკურია მხოლოდ ად-ნისათვის, ცხოველისათვის კი იგი სრულიად უცხოა. ცხოველთან მოთხოვნილება უშუალოდ საზღვრავს ქცევას ამ ქცევის მოტივაციის გარეშე. მაშასადამე მ. ად-ნთან ჩნდება მოთხოვნილებათა სიმრავლის პირობებში. მაგრამ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თვით ძლიერი იმპულსური ქცევაც კი ად¬ნთან, გარკვეულ პირობებში, მხოლოდ სათანადო მ–აციისა და ნებისეული გადაწყვეტილების შემდეგ ხორციელდება. მაგ., დაღლილი და ძალზე მოწყურებული მთამსვლელი, როცა წყაროს ხედავს მაშინვე კი არ ეწაფება მას, რადგან იცის, რომ ასეთ პირობებში წყლის დალევა ჯანმრთელობისთვის მავნებელია, არამედ ერთხანს აყოვნებს, ისვენებს და მხოლოდ შემდეგ იკმაყოფილებს წყურვილს. ამ შემთხვევაში თავის შეკავება წყლის დალევისაგან მ-ით განსაზღვრული ნებისეული ქცევაა, და ბიოლოგიური მოთხოვნილების წყურვილის დაკმაყოფილება მხოლოდ ამის შემდეგ ხდება.