A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს მუ მც მხ
მობ მოდ მოთ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოძ მოხ

მოტორიკა

L. motor ძრავა

ად-ნისთვის და საერთოდ ყოველი ცოცხალი ორგანიზმისათვის დამახ. მოძრაობათა ერთობლიობა, რ– თაც ცოცხალი არსება, გარემოსთან დამოკიდებულებაში ავლენს და რ-თაც ის მის პირობებს ეგუება. ასეთებია: ჯდომა, სიარული, სირბილი, ხტომა, საჭმლის მიღებასთან და მონელებასთან დაკავშირებული მოძრაობები, სპორტული მოძრაობები, სხეულის სხვაღასხვა სახის მოძრაობები, საარტიკულაციო მოძრაობები, გამომხატველი /ჟესტი, მიმიკა/ და მრავალი სხვა. სიცოცხლის განვითარების დაბალ საფეხურზე დამახ. მ. ძირითადად თანდაყოლილია, ინსტინქტურია. ად-ნთან კი მ-ის უდიდესი ნაწილი შეძენილია სათანადო ვარჯიშისა და სწავლების საშუალებით.

ად-ნის მ-ში ჩართულია და მონაწილეობს ფსიქიკა, რ-რც მისი მარეგულირებელი ფაქტორი, რ-იც ფიზიოლ. საფუძველს ც. ნ. ს. წარმოადგენს. ფსიქიკით რეგულირებულ მ–ს, რაც განსაკუთრებით ად-ნისათვის არის დამახას., ფსიქომოტორიკა ეწოდება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9