A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
ანა ანდ ანე ანთ ანი ანკ ანო ანს ანტ

ანალიზატორი

ტერა ა. მეცნიერებაში შემოიტანა ფიზიოლოგმა ი. პავლოვმა. აღნიშნავს ფიზიოლ–ში რთულ ნერვულ მექანიზმს ად-ში და უმაღლესი საფეხურის ცხოველებში. მისი ფუნქციაა: ორგანიზმზე მოქმედ შინაგან და გარეგან გამღიზიანებელთა დაშლა შემადგენელ ელემენტებად. ორგანიზმს მრავალი ა. აქვს. თითოეული ა. სამი ნაწილისაგან შედგება:

1. პერიფერიული ანუ გამღიზიანებლის მი - მღები აპარატი (რეცეპტორი, იხ.).

2. გამტარი ნაწილი ანუ მგრძნობიარე (აფერენტული ნეირონი) ნეირონი, რ-აც აგზნება მიაქვს თავის ტვინში.

3. თავის ტვინის ქერქული ცენტრი, რ-შიც ბოლოვდება აგზნების გამტარი ნეირონი. ქერქულ ცენტრში წარმოშობილი აგზნება საფუძვლად ედება გამღიზიანებლის აღქმას.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9