A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს მუ მც მხ
მობ მოდ მოთ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოძ მოხ

მოტორული განწყობის თეორია

გ. მიულერისა და ფ. შუმანის მიერ შემუშავებული თეორია ე. წ. „სიმძიმის ილუზიის“ ახსნის მიზნით.

როცა სიმძიმით განსხვავებულ ორ საგანს ურთიერთს ვადარებთ ორივე ხელით ვთქვათ, მარჯვენა ზელში 300 გრამიან ბურთს და მარცხენაში 150 გრ. და ამის შემდეგ კი ორივე ხელში ტოლი სიმძიმის 150 გრამიან ბურთებს ვიღებთ, წესისამებრ ხდება შემდეგი: მარჯვენა ხელში, რ–შიც ადრე /საგანწყობო ცდაში!/ მძიმე 300 გრამიანი ბურთი გვეძლეოდა, ახლა 150 გრამიანი ბურთი უფრო მსუბუქად გვეჩვენება, ვიდრე ობიექტურად იმავე სიმძიმის /150 გრ./ ბურთი მარცხენა ხელში; ე. ი. „ჩნდება სიმძიმის ილუზია“. მარჯვენა მძიმე ბურთის აღქმის შემდეგ მსუბუქი ბურთი კიდევ უფრო მსუბუქად აღიქმება, ვიდრე იგი სინამდვილეშია.

გ. მიულერმა და ფ. შუმანმა ეს ფაქტი შემდეგნაირად ახსნეს: როდესაც სუბიექტი განსხვავებული სიმძიმის საგნებს სწევს ზევით მრავალჯერ შესადარებლად, იმ ხელში, რ-შიც მძიმე საგანი ჰქონდა მას უმუშავდება კვლავ „მძიმეს განცდის მოტორული იმპულსი “, და ამიტომაა, რომ ტოლი საგნების მიწოდებისას, როცა ამავე ხელში მას უფრო მსუბუქი ეძლევა, იგი მას იმავე იმპულსით სწევს ზევით, რა იმპულსითაც მძიმე საგანს სწევდა. მაგრამ, ვინაიდან ეს იმპულსი მეტია, ვიდრე მოცემული საგნის ასაწევადაა საჭირო, ამიტომ საგანი უფრო „ადვილად სწყდება საყრდენს“ და „ზევით მიფრენს“, და აი სწორედ ეს, საყრდენიდან იოლი, „მოწყვეტა“ და ზევით „აფრენა“ ქმნის საგნის ნაკლები სიმძიმის ანუ „უფრო მსუბუქის“ შთაბეჭდილებას, ვიდრე ის ნამდვილად არის.

დ. უზნაძემ ე. წ. „წნეხის ილუზიის" ცდებით დაამტკიცა, რომ ამ შემთხეევაში სიმძიმის „ზევით აფრენის“ ან „საყრდენზე მიწებების" მოტორულ იმპულსებს ადგილი არა აქვს, მაგრამ სიმძიმის კონტრასტული ილუზია მაინც ჩნდება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9