A E

მა მგ მე მთ მი მნ მო მრ მს მუ მც მხ
მობ მოდ მოთ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოძ მოხ

მოძრაობის ილუზიები

ანუ მოჩვენებითი მოძრაობები მრავალია. მოჩვენებითია მოძრაობა, როდესაც ობიექტურად უძრავი საგანი მოძრავად გვეჩვენება, მაგ., გაჩერებული მატარებელი, რ-შიც ვზივართ, გვეჩვენება რომ მოძრაობს, თუკი მის გვერდით ვხედავთ მოძრავ მატარებელს. ან კიდევ, სტრობოსკოპული ხედვის დროს /იხ. სტრობოსკოპული მოვლენა/ გვეჩვენება, რომ წრისებურად დახვეული უმოძრაო ხაზები მოძრაობს, როცა ხიდიდან მდინარეს ვაკვირდებით, გვეჩვენება, რომ ხიდი მოძრაობს მდინარის საწინაღმდეგო მიმართულბით, კინოფილმში უძრავ საგნებს აღვიქვამთ ილუზურად, როგორც მოძრავთ, თუკი ცალკეული კადრების ურთიერთმომდევნო ექსპოზიცია ხანმოკლეა. მ. ი-ებს განეკუთვნება აგრეთვე /იხ./ტაუ–ფენომენი და ფი−ფენომენი.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9