A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
ანა ანდ ანე ანთ ანი ანკ ანო ანს ანტ

ანალიზი

  1. Gk. analysis დაშლა

    ყოველი მეცნ-ული კელევის აუცილებელი მეთოდი. ა. ერთიანს და მთლიანს ყოფს შემადგენელ ნაწილებად, შლის რთულ შემადგენლობას კომპონენტებად, ცნობიერების შინაარსს ელემენტებად. ა. ხორციელდება ლოგიკური აბსტრ-ის გზით.

    1. რთული მოვლენის ელემენტებად დაშლა გულისხმობს ელემენტებს შორის მსგავსების, განსხვავების და იგივეობის დამყარებას.

    2. მოვლენის დაშლა ნაწილებად გულისხმობს მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დადგენას.

    3. რთული ვითარების შემადგენელ ნაწილებად დაშლა-ლოგიკური მიმართების გათვალისწინებას. ა-ს საწინ. ცნებაა სინთეზი (იხ. სინთეზი). აზროვნების ცოცხალ პროცესში ა. და სინთეზი ურთიერთთან დაკავშირებული პროცესებია. ფს-გიაში უფრო თავისებური და სხვანაირია, ვიდრე ფიზ-ურ ან ქიმიურ მეცნიერებებში. ქიმიური ა-ის დროს გამოყოფილი ელემენტი თავისთავად არსებული ცალკე ელემენტია. მაგ, წყლის ელემენტებად დაშლა იძლევა ჟანგბადსა და წყალბადს, ახლა უკვე რ-რც მთლიანად გამოყოფილ დამოუკიდებელ ელემენტებს, რ-აც ცალკე ჭურჭელშიც კი ვათავსებთ. ფს-გიური ა-ის შედეგად გამოყოფილ ელემენტს კი დამოუკიდებელი არსებობა არ გააჩნია, მისი დადასტურება შეიძლება მხოლოდ იმ საგნის აღქმაში, რ- შიც ის ელემენტად შედის. შეგრძნება, რ-რც ელემენტარული ფს-კური ფაქტი, აღქმის ანალიზის შედეგად მიიღება და აღქმის გარეშე არ არსებობს. მაგ., ფერის შეგრძნება საგნობრივ შინაარსში გვეძლევა, მაგრამ არ არსებობს ნორმალურ პირობებში ისეთი შემთხვევა, რომ ფერი ოდესმე რომელიმე საგნის აღქმის გარეშე, ცალკე, რ-რც დამოუკიდებელი ფერი, განიცდებოდეს. შეგრძნება, რ-რც აღქმის ელემენტი „კონკრეტულ ცნობიერების შინაარსში თავის განცალკევებული სახით არასდროს არ გვეძლევა“ (დ. უზნაძე). მაშასადამე, ა. ფს-გიაში ელემენტს ამჩნევს მხოლოდ მთლიანში, მისი გამოყოფა ფაქტიურად „ხელოვნურ-განყენებული აზროვნების პროდუქტია“ (დ. უზნაძე).

  2. რ-რც საგნის ნიშან-თვისებების აღნუსხვა, გულისხმობს ამ ნიშნების შემჩნევას, ე. ი. მთლიანი საგნის ცალკე ნიშნებად დაშლას. იმისათვის, რომ საგანი ნიშან-თვისებებად დავშალოთ და ცალ–ცალკე მათი გააზრება შევძლოთ, საჭიროა თითოეული მათგანის დანარჩენებისაგან გამოყოფა ანუ აბსტრაქცია. მაგრამ, რადგან აღქმული საგანი მაინც განუყოფელ მთლიანს წარმოადგენს და არა ცალკე ნიშანთა აგრეგატს, ამიტომ საჭიროა მიღებულ ნიშან-თვისებათა აზრითი გაერთიანება ანუ სინთეზი, რ-იც ანალიზის სისწორეს ამოწმებს ან ისე, რ-რც ახსნა, ყოველი მეცნ. კვლევის ამოცანას წარმოადგენს. რაიმე მოვლენა გაგებული და ახსნილი რომ იქნას, პირველ რიგში, საჭიროა მისი ა., დადგენა იმისა, თუ რ-რია შესწავლილი საგანი. ფს-გიაშია შეიძლება ეხებოდეს რ-რც აღქმაში მოცემულ ობიექტურ საგანს, ისე – საერთოდ ყოველ ფს-კურ მოვლენას - განცდას.

    See also: ახსნა
    Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9