| | |
ლოგიკურ–ვერბალური აზროვნების ერთ-ერთი სახე, გულისხმობს ორ შემუშავებულ ცნებას შორის მიმართების დამყარებას, დადებითს ან უარყოფითს. ყოველი მსჯელობა წარმოადგენს აზრს, რ-იც წინადადების სახით გამოითქმის. შედგება სამი ელემენტისაგან:
1. სუბ. – ე. ი. ვისზედაც რაღაც აზრი გამოითქმის.
2 . პრედიკატი აზრი, რ–იც ამ სუბ–ის შესახებ გამოითქმის და
3. კავშირი /copula / დადებითი ან უარყოფითი, რ-იც ამ ცნებათა შორის მყარდება. მაგ., მსჯელობა წინადადებაში „ლითონი ელექტრობის გამტარია" სუბ-ია ლითონი, პრედიკატია –ელექტრობის გამტარობა და მათ შორის კავშირს / copula- ს/ აღნიშნავს სიტყვა „არის“, რ–იც ამ ორ ცნებას შორის დადებით მიმართებას გამოხატავს. მეორე მსჯელობა: „ხე არ არის ელექტრობის გამტარი“ აგრეთვე მსჯელობაა, მაგრამ კავშირი /copula/ უარყოფით მიმართულებას გამოხატავს. ამრიგად, ყოველი მსჯელობა წარმოადგენს დადებით ან უარყოფით მიმართებას ორ ცნებას შორის. ის, რაც ლოგიკურად სწორად გამოთქმულ აზრს ფს-გიურად მსჯელობად აქცევს, არის სუბ-ის /მთქმელის, დარწმუნებულობის გრძნობა, ე. ი. განცდა იმისა, რომ, რაც მსჯელობაშია გამოთქმული სინამდვილის შესატყვისია. მაგ., ლოგიკურად სწორი მსჯელობა „ლითონი ელექტრობის გამტარია“ შეიძლება ვათქმევინოთ 3–4 წლის ბავშვს, მაგრამ მისთვის ეს, ფს-გიურად მსჯელობა არ იქნება, რადგან მას არ ექნება ამ მსჯელობაში გამოთქმული მიმართების სინამდვილესთან შესატყვისობის განცდა დარწმუნ ნებულობა მის არსებობაში, მის ჭეშმარიტებაში.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |