| | |
დ. უზნაძის თეორიით, ქცევის ისეთი ინტროგენური ფორმა, რ-იც მიმართულია განასახიეროს შემოქმედი სუბ-ის შინაგანი ინტიმური განწყობილება, მოახდინოს ამ განწყობილების ადეკვატური ობიექტივაცია. შრომისაგან განსხვავებით, მ. შ. მიზნად არ ისახავს სუბსტანციური მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროდუქტის შექმნას. მისი აზრი და არსი თვით შემოქმედების პროცესის თვითღირებულ ხასიათში მდგომარეობს, ე. ი. მ. შ. რ-რც პროცესი, რ-რც მოქმედება შემოქმედების იდეათა, ზრახვათა, გრძნობათა და განწყობი- ლებათა გამოძახილია. მ. .შ-ის იმპულსი შემოქმედის შინაგანი განწყობილების წიაღიდან წარმოიშობა, შემოქმედის განწყობილების ტენდენციები თავის რეალიზაციისკენ ისწრაფვის და შესაფერისი ფანტაზიის სახეებით ყალიბდება; მათი მიზანი, რ-რც ყოველი ტენდენციისა, თვითაქტივობაა. აქტივობას კი თავისთავადი, დამოუკიდებელი ღირებულება აქვს. თვით ფუნქციობა შეიცავს ამ შემთხვევაში აზრს და მიზანს. დ. უზნაძემ ამას „ფუნქციური ტენდენციის“ მოთხოვნილება უწოდა. მ. შ. ფუნქციური ტენდენციის საფუძველზე აღმოცენებული პროცესია; მართალია, იგი არ ქმნის სუბსტანციური მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროდუქტს, მაგრამ ერთგვარი პროდუქტი, ხელოვნების ნაწარმოების სახით, მას უსათუოდ თან სდევს, რ-რც ხელოვანის ფანტაზიისა და მისი შინაგანი ინტიმური განწყობილების განსახიერება, მისი შინაგანი იდეის და ხედვის თვალნათლივი ასახვა – ობიექტივაცია, ხოლო, რ-რც ასეთი იგი სინამდვილის ახალი ფორმის შექმნაა. /იხ. ფუნქციური ტენდენცია/.
მ. შ. დ. უზნაძის თეორიით, სამ საფეხურს გაივლის:
1. მოსამზა- დებელს.
2. ინსპირაციის.
3. იდეისთვის ხორცშესხმისა. პირველ საფეხურზე ხელოვანს იდეა გამოკვეთილი არა აქვს. ის მხოლოდ ეძიებს მას. იდეა თანდათან შემუშავდება ნანახისა და განცდილის, ნაფიქრისა და ნააზრევის, რეფლექსიისა და ფანტაზია–ოცნების გზით და ყოველივე ამის შედეგად ყალიბდება გარკვეული განწყობა. მეორე საფეხურზე /ინსპირაციის საფეხური/, უკვე გარკვეული განწყობის საფუძველზე აღმოცენებული იდეა სპონტანურად იჭრება ცნობიერებაში და შემოქმედის წინაშე შემოქმედების გზას ხსნის. შემოქმედმა უკვე იცის რა გააკეთოს. მესამე საფეხურზე მიმდინარეობს იდეისთვის ხორცშესხმა, განწყობის რეალიზება გარკვეული პროდუქტის სახით, რ-იც ამ იდეის და განწყობის ადეკვატური განსახიერება იქნება. ამით, მ. შ. განსხვავდება ინტროგენური ქცევის სხვა ფორმებისაგან, რ-რც მაგ., თამაში და სპორტია, ზოგი მკვლევარის აზრით /შილერი, კარლ გროსი/ მ. შ. თამაშის ანალოგიურია და თამაშიდან გამოიყვანება. დ. უზნაძის აზრით, როც თამაში, ისე მ. შ., მართალია, ქცევის ინტროგენური ფორმებია, მაგრამ თამაშის შემთხვევაში არავითარი პროდუქტის შექმნასთან საქმე არ გვაქვს და თამაშის შეწყვეტა ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება. მ. შ-ში კი შემოქმედების პროცესი უსათუოდ დასრულებისაკენ ისწრაფვის და გარკვეული ღირებულების მქონე პროდუქტს ქმნის /იხ. „ქცევის ფორმები“, „ინტროგენური ქცევის ფორმები"/.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |