ოპტიკური გაღიზიანების ხანგრძლივობასთან დაკავშირებული ფენომენი, მდგომარეობს შემდეგში: იმის მიხედვით, თუ რა ხანგრძლივობით მოქმედებს თვალზე ესა თუ ის ფერითი გამღიზიანებელი, ადგილი აქვს ე. წ. მხედველობის პოზიტიურ ან ნეგატიურ კვალს. პოზიტიური კვალი: დახუჭული თვალები რომ უცბად გავახილოთ და მხედველობა განათებულ ფერად ნათურას მივაპყროთ და კვლავ სწრაფად დავხუჭოთ, დავინახავთ იმავე ნათურას იგივე ფერით, თუ წითელი იყო წითლად დავინახავთ, თუ ყვითელი იყო–ყვითლად და ა. შ. ამ მოვლენას მხედველობის პოზიტიური ანუ დადებითი კვალი ეწოდება ამის გაჩენა დამოკიდებულია გაღიზიანების ხანმოკლე მოქმედებაზე. პოზიტიური ეწოდება იმიტომ, რიმ იგი იმავე ფერისაა, რა ფერისაც იყო გამღიზიანებელი. ნეგატიური კვალი: ჩნდება მაშინ, როდესაც ფერითი გამღიზიანებელი ხანგრძლივად მოქმედებს თვალზე; მაგ., გამოვჭრათ პატარა წითელი კვადრატი, ვუყუროთ მას 20 წამის განმავლობაში, შემდეგ თვალი მოვავლოთ რუხ ქაღალდის ფურცელს - დავინახავთ იმავე კვადრატს ოღონდ, წითელს კი არა, არამედ წითლის შემავსებელ ფერისას, ე. ი. რ-რც მწვანეს /იხ. ფერთა შერევის კანონი/. თუ ყვითელ კვადრატს გამოვჭრით და იმავე ცდას მოვახდენთ, მაშინ მიღებული კვალი კვადრატისა ამ ყვითელის საწინააღმდეგო, შემავსებელი ფერის იქნება, ე. ი. ლურჯი. ამ მოვლენას მხედველობის ნეგატიური თანმიმდევრი კვალი ეწოდება.
ნეგატიური კვალი ყოველთვის ფერითი გამღიზიანებლის ხანგრძლივი ზემოქმედების პირობებში ჩნდება. მ. თ. კ. ემორჩილება ე.წ. ემერტის კანონს. /იხ. ემერტის კანონი/.