A E

ნა ნე ნი ნო
ნაა ნათ ნან ნარ ნატ ნაც

ნათელხედვა

ოკულტური ფენომენი, პარაფსიქოლოგიის კვლევის საგანი. ნ–ში იგულისხმება დაფარული /უხილავი/ საგნების და მოვლენების აღქმა, მაგრამ არა შეგრძნების ორგანოების საშუალებით, რ–რც ეს ხდება ნორმალური აღქმის შემთხვევაში, არამედ ე. წ. არაგრძნობადი აღქმით, პარაფსიქოლოგიის შეხედულებით, ნათელმხილველი აღიქვამს ისეთ საგნებს და მოვლენებს, რ-ებიც აღმქმელი სუბ–საგან დროითა და სივრცითაა დაშორებული. ი. რინეს შეხედულებით ნ. „ფსი“ /იხ. „ფსი“/ ფუნქციის გამოვლინებად ითვლება და ფიზ. ბუნებისა არ არისა.

პარაფსიქოლოგია განასხვავებს ნ-ის სამ შემთხვევას: წარსულის ნ-ს, /იხ. რეტროკოგნიცია/, აწმყოს ნ-ს /იხ. ტელესთეზია/, მომავლის ნ-ს, /იხ. პრეკოგნიცია/.

რ-რც პარაფსიქოლოგიის ფენომენია ნ. ფაქტად არ შეიძლება მივიჩნიოთ, ის არც მეცნ. კვლევის საგნად ჩაითვლება. /იხ. პარაფსიქოლოგია/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9