მსგავსება, თანხმობა, ერთიანობა მიმართებებისა საგანთა, მოვლენათა და ცნებათა შორის. ა. შეიძლება მონახულ იქნეს მოვლენათა შორის ყველგან, მაგრამ შემეცნებითი მნიშვ-ის მქონეა მხოლოდ ა. არსებით ნიშანთა მიხდევით. ა. რ-რც დასკვნის ფორმა გულისხმობს, რომ გარკვეული ნიშნების მიხდევით მსგავსი საგნები შეიძლება მსგავსნი იყვნენ სხვა, ჯერ კიდევ შეუმჩნეველი ნიშნების მიხდევითაც. ამ გაგებით ა. ფართოდაა გამოყენებული რ-რც ბუნებისმეტყველებაში (ბიოლოგიაში, ასტრონომიაში და სხვ.), ისე სოციოლოგიასა და ფს-გიაში. (იხ. ანალოგიით დასკვნის თეორია).