| | |
ტერმინი ნ. წარმოიშვა ძველი ბერძნული თქმულებიდან, რ-ის მიხედვითაც მდინარის ღმერთის კეფისოსის ვაჟს ნარცისს შეუყვარდა საკუთარი თავი მას შემდეგ, რაც ერთხელ ნახა თავისი სახის გამოსახულება მდინარის წყალში. ამის შემდეგ ის შეყვარებული თავის თავში იჯდა მუდამ ჟამს მდინარის ნაპირას, თვალმოუშორებლად უყურებდა თავის სახეს და ტკბებოდა თავისი სილამაზით.
ზ. ფროიდის მოძღვრებაში ნ. გულისხმობს სექსუალურ განცდებს, ეროტიკულ განწყობილებას საკუთარი თავის მიმართ ავტოეროტიზმს. თანახმად ამ შეხედულებისა ნ-ის განვითარება იწყება ადრეული ბავშვობის ასაკიდან ორალური და ანალური /იხ./ ფაზების პერიოდში. ზრდადამთავრებულ ასაკში, ფროიდიზმის შეხედულებით, ნ. ვითარდება მეტწილად სიყვარულში წარუმატებლობით, ან სიყვარულის ობიექტის დაკარგვის შედეგად.
ჩვეულებრივ სიტყვახმარებაში ნ. ეწოდება თავისი თავის შეყვარებას, როდესაც ვინმეს ყველაფერი თავისი მეტისმეტად მოსწონს, აღტაცებულია ყოველივე პირადისეულით. ნ-ის ელემენტები, რ–რც საკუთარი პიროვნების პატივისცემა, საკუთარი ღირსების დაცვა, შეიძლება ყოველი ად-ნის განცდაში მოიძებნოს და ეს სავსებით ნორმალურად ჩაითვლება, მაგრამ გადამეტებული, რ–რც პიროვნების მახასიათებელი ნიშანი, დადებით თვისებად არ ითვლება.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |