A E

ნა ნე ნი ნო
ნაა ნათ ნან ნარ ნატ ნაც

ნატივიზმი და გენეტიზმი

L. nătivus თანდაყოლილი
Gk. genesis წარმოშობა, განვითარება

ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თეორია დროისა და სივრცის აღქმის წარმოშობის შესახებ. დროის აღქმა: ნ-ის თანახმად, დროის აღქმა თანდაყოლილია, გ-ის თანახმად გამოცდილების საფუძველზეა შეძენილი. ორივე თეორია მხოლოდ ნაწილობრივადაა სწორი. თანდაყოლილია მხოლოდ დროის ხანგრძლივობის განცდა, ვინაიდან ყოველ განცდას ხანგრძლივობა ახასიათებს, აქვს დასაწყისი და დასასრული. მაგრამ ობიექტური დროის მონაკვეთის შეფასებაში მნიშვნელობა აქვს სუბ-ის გამოცდილებას, ე. ი. იმ განცდების ნაირობას და რაოდენობას, რ-იც ამ დროით მონაკვეთს ავსებენ. მაგ., რომ ერთი და იგივე ობიექტური დროის მონაკვეთი ერთ სუბ-ს უფრო ხანგრძლივად ეჩვენება და მეორეს — ხანმოკლედ, ეს თითოეული მათგანის რ–რც განწყობაზე ისე გამოცდილებაზედაცაა დამოკიდებული /იხ. დროის აღქმა/.

სივრცის აღქმა: ნ-ის თანახმად სივრცის აღქმა თანდაყოლილია, მაგ. სივრცის აღქმის მხედველობითი მექანიზმი დაბადებიდანვე მზადაა საფუნქციოდ. გ-ს თანახმად, პირიქით, სივრცის აღქმა მთლიანად გამოცდილებითაა შეძენილი. ორივე თეორია მხოლოდ ნაწილობრივადაა სწორი. დაკვირვებებმა იმ ბრმად დაბადებულ სუბ-ზე, რ–თაც ქირურგიული ოპერაციის შედეგად მხედველობა აღუდგათ, აჩვენა შემდეგი: ახლად თვალახელილი სუბიექტი განათებულ სივრცეს აღიქვამდა, მაშასადამე, ორგანზომილებიანი სივრცის აღქმა თანდაყოლილი ყოფილა, ამდენად ნ. სწორი აღმოაჩნდა. მაგრამ სუბ-ს არ აღმოჩნდა საგნის სამგანზომილებიანობის აღქმა, იგი საგნის რელიეფობას /სხეულებრივობას/ ვერ აღიქვამდა, ვერ განასხვავებდა წრეს ბურთისაგან, ბურთსაც მრგვალ სიბრტყედ განიცდიდა და მისი სხეულებრივობის აღქმა არ შეეძლო. ამას იგი აღწევდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ამ საგნებს მრავალჯერ სინჯავდა ხელით და მხედველობით შეგრძნებასთან ერთად გარკვეულ ტაქტილურ-კუნთური შეგრძნებებს იღებდა. ამ გამოცდილების ნიადაგზე მას თანდათანობით განუვითარდა დასრულებული სამგანზომილებიანი სივრცის აღქმა. აქედან ცხადია, რომ გ-ც ნაწილობრივ სწორი : ყოფილა.

ამრიგად, მარტივი ორგანზომილებიანი სივრცის აღქმა თანდაყოლილია, მაგრამ სამგანზომილებიანი სივრცის აღქმა შეძენილი.

ნ-სტური თეორიის მომხრეები არიან ეს ჰერინგი, კ. შტუმფი, ვ. ჯემსი; გენე–სტური ანუ ემპირისტული თეორიისა – ჰ. ჰელმჰოლცი, ვ. ვუნდტი და თ. ლიფსი.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9