| | |
ფს-კურ მოვლენათა ანუ განცდათა იმ ჯგუფის საერთო სახელწოდება, რ-თა მოქმედების პერიოდში სუბ. თავისი მე-ს აქტივბას განიცდის; ეს ჯგუფია ნდომა, მიზნის განხორციელებისაკენ სწაფვა, გადაწყვეტილების მიღება, განზრახვა. ნ. შეიძლება გაგებულ იქნას რ–რც დისპოზიცია, მიდრეკილება, რ-იც აღნიშნულ განცდათა ჯგუფს წარმოშობს და განსაზღვრავს. თუმცა ნ-ის ამ დისპოზიციურ მნიშვნელობას ზოგი ფს-გი არ იზიარებს და ნ-ს სხვა დისპოზიციის გამოვლინებად თვლის /მაგა,ხასიათის გამოვლინებად/, მაგრამ შეიძლება უფრო მართებული იყოს ვარაუდი, რომ ნ. სხვა დისპოზიციის გამოვლინება კი არ არის, არამედ თვითონაა ნებელობითი განცდების ჯგუფის დისპოზიცია! თუ ნებელობითი განცდების არსებობა რეალობაა და ფ–კურ მოვლენათა კლასიფიკაციაში მას გონება–გრძნობის გვერდით დამოუკიდებელი ადგილი უკავია, მაშინ თვითონ ნანებჟლობითი ჯგუფის განცდების დისპოზიციად უნდა ვიგულოთ. /იხ. ფსიქიკურ ფუნქციათა კლასიფიკაცია/.
ად-ნის გარე სამყაროსთან ურთიერთობაში, ნებელობასთან გვაქვს საქმე მაშინ, როცა მოქმედების შესრულება დამოკიდებულია სუბ-ის გაგადაწყვეტილებაზე, მაგ., მე ძლიერი სურვილი მაქვს თამბაქოს მოვწიო, მაგრამ ვიცი, რომ თამბაქოს მოწევა ჩემი ორგანიზმისათვის მავნებელია, და ამ მოსაზრებით,მოწევისაგან თავს ვიკავებ; ან, ვთქვათ, მაქვს სურვილი საღამოს თეატრში წავიდე, მაგრამ სამუშაო მაქვს, რ-იც ამ საღამოს უნდა შევასრულო. ორივე სურვილის მოტივების განხილვის შედეგად იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ შრომის შესრულება უფრო ღირებულია ჩემთვის, ამიტომ ვიღებ გადაწყვეტილებას შინ დავრჩე და შრომა გავაგრძელო. ეს აქტები ნ-ის აქტებია. ნ-ის ყოველი აქტისათვის დამახ. საკუთარი მე–სა და ქცევის ობიექტივაცია, მოტივთა დაპირ. რ-ის საფუძველზეც ხდება შეფასება, თუ მრავალ შესაძლო ქცევისაგან რ-ია მე–სთვის უფრო ღირებული.
ნ. პროსპექტული აქტია. იგი იმ მოქმედებას კი არ ეხება, რ-იც ახლა უნდა შესრულდეს, არამედ იმას, რ-იც მომავალში უნდა მოხდეს. ნ. ყოველთვის „წინ იხედება“; ნებისმიერი ქცევა არსებითად განსხვავდება ყველა იმ იმპულსური ქცევისაგან, რ-იც აქტუალური მოთხოვნილებით არის გამოწვეული; ნ. ყოველთვის აქტუალური მოთხოვნილების საწინ. მიმართული მოქმედებაა /დ. უზნაძე/. ამ თვალსაზრისით იგი სპეციფიკურ-ად–ნურია და სრულიად უცხოა ცხოველთათვის.
ნ–ის პროცესს სამ ძირითად პერიოდად ყოფენ:
1. არჩევანისა და მოტივაციის პერიოდი, როცა სუბიექტი ითვალისწინებს მრავალ შესაძლო ქცევას, არკვევს ამათგან რ-ლი ქცევის განხორციელებაა მისთვის უფრო მიზანშეწონილი. ეს „გარკვევა“ არსებითად ჯერ კიდევ აზროვ- ნების პროცესია და თვით ნ–ისა აქ არაფერი ჩანს.
მიზანშეწონილი ქცევის გამონახვა მოტივაციას ემყარება. სუბ უპირის-ებს ურთიერთს მრავალ შესაძლო ქცევას და აგნებს იმ მოტივს, რ–იც რ–იმე ერთ ქცევას აძლევს უპირატესობას. ამით მთავრდება ნ-ის წინასწარ მოსამზადებელი პერიოდი, რ-საც აგრეთვე მოტივაციის პერიოდსაც უწოდებენ.
2. გადაწყვეტილების პერიოდი, როცა სუბ. სათანადო მოტივაციის საფუძველზე ნახულობს იმ შესაძლებელ ქცევას, რ-იც მომავალში მან უნდა განახორციელოს. მას უჩნდება ის თავისებური განცდა, რ–აც „მე მინდა“ განცდას უწოდებენ. ახლა სუბ–მა არა მარტო ის იცის, თუ რ–ელი, ქცევა უნდა შესრულდეს, არამედ იმის განცდაც აქვს, რომ ახლა სწორედ ეს გარკვეული ქცევა უნდა შესრულდეს და არა, სხვა.
3. გადაწყვეტილების შესრულების პერიოდი, როცა სუბ. მიზანშეწონილად მიღებულ ქცევას ახორციელებს.
არსებითი და სპეციფიკური ნ–სათვის ამ სამი პერიოდიდან, მხოლოდ მეორეა, სადაც გადაწყვეტილება მიიღება იმის შესახებ, თუ რა ქცევა უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება მესამე პერიოდს, აქ ნ–ისეული ქცევის განხორციელება იმპულსური ქცევისაგან არსებითად არ განსხვავდება; იგი შეიძლება ისევე „მექანიკურად“ და დაუბრკოლებლად მიმდნარეობდეს, რ–რც ყოველი იმპულსური და ჩვეული ქცევა.
დ. უზნაძის კონცეფციის თვალსაზრისით ნ–ის პროცესის მეორე პერიოდი, რ–იც გადაწყვეტილების მიღებით ხორციელდება, ფაქტობრივად განწყობის შემუშავების აღმოცენებას ნიშნავს. სუბ–ს ახლა ამ ქცევის განხორციელება იმიტომ უნდა, რომ მას ამ გარკვეული ქცევისადმი მოსამზადებელ პერიოდში გამოუმუშავდა შესატყვისი განწყობა.
ნ. შეიძლება იყოს სუსტი ან ძლიერი, იმის მიხედვით, თუ რამდენად გამძლეა სუბ-ის მიერ გამალებული გადაწყვეტილება განახორციელოს გარკვეული მოქმედება. არის შემთხვევა, რომ სუბ-ის გადაწყვეტილებას ღებულობს, მაგრამ როდესაც დადგება მისი შესრულების დრო, შეიძლება დაბრკოლება წამოიჭრას, მაგ., სუბ-ს ახალი მოთხოვნილება გაუჩნდეს ან, შეიძლება, ქცევის განხორციელება ტექნიკურად ძნელად შესასრულებელი აღმოჩნდეს. როცა ასეთ პირობებში სუბ. უარს ამბობს ერთხელ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე – ეს იქნება ნ. სისუსტე და, პირიქით, როცა სუბ. დაბრკოლების მიუხედავად, მაინც წინანდელ გადაწყვეტილებაზე რჩება და განზრახულ ქცევას ახორციელებს, მაშინ საქმე გვაქვს მტკიცე ანუ ძლიერ ნ–სთან.
მტკიცე ნ. განსხვავდება ჯიუტობისაგან. მტკიცე ნ–ის ად-ნმა საჭირო შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება შეცვალოს, თუ ეს შეცვლა გონივრულადაა მოტივირებული. ჯიუტ ქცევას სწორედ ეს თვისება – ახალი საჭირო ქცევისათვის გონივრული მოტივაცია აკლია. ამიტომ ჯიუტი ქცევა არსებითად ნ–ის სისუსტეს უფრო ნიშნავს, ვიდრე სიმტკიცეს /იხ. ჯიუტობა/.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |