მუსიკალური ტონის სიმაღლის ზუსტი გარჩევის უნარი, სხვა ტონებთან შედარების გარეშე. განსხვავდება „შედარებითი სმენისაგან", რ–იც ტონების სიმაღლეს არჩევს მათი ურთიერთთან შედარების გზით. ა. ს. ად–ნის თანდაყოლილი სპეციფიკური უნარია, რაც მხოლოდ ზოგიერთს ახას. ·„შედარებითი სმენა“ კი, ამა თუ იმ დონით დამახ. ყველასათვის. ა. ს –ის გავარჯიშება შესაძლებელია გარკვეულ დონემდე. ა. ს. -არ ნიშნავს აუცილებლად მაღალ მუსიკალობას, თუმცა ხშირად მასთანაა დაკავშირებული. არსებობს ა. ს-ის ორი ტიპი: „ხაზობრივი“ და „პოლარული“. ხაზობრივი იჩენს მიდრეკილებას მეზობელი ტონების შერევისაკენ, პოლარული – კვინტების შერევისაკენ. (ა. ველეკი, 1938).