ფს-გიაში დაუსაბუთებელი უარყოფითი დამოკიდებულება გარემოსადმი, გონივრულ მოტივებს მოკლებული წინააღმ-ბა ყველაფრისადმი, რაც სუბ-თან კონტაქტში მოდის. ნ. სულიერი დაავადების სიმპტომია. ავად. არ ლაპარაკობს, არ ჭამს, არ მოძრაობს. ცნობილია აგრეთვე ბ–ვების ნ., რ–იც ორი სახისაა: პასიური და აქტიური. პ ა ს ი უ რ ი ნ. გამოიხატება პასიურ ურჩობაში, ბ-ვი არ ასრულებს დავალებებს, არ იქცევა ისე, რ-რც სთხოვენ ჯიუტობს. ა ქ ტ ი უ რ ი ნ-ის შემთხვევაში ბ-ვი პირიქით იქცევა, განზრახ აკეთებს ყოველივე იმას, რასაც უკრძალავენ. ნ. ხშირი მოვლენაა ფსიქოპათ ბ–ვებთან; რ–რც გარდამავალი პერიოდი დამახასიათებელია გარკვეულ ფაზაში, სახელდობრ ე. წ. პუბერტატულ პერიოდში, რაც აგრეთვე „ჟინიანობის ხანას“ უწოდებენ.