ფსიქიკური დაავადება, რ–იც ვითარდება მწვავე ან ხანგრძლივად მოქმედი ტრავმული სიტუაციის გავლენით. ახას. ფუნქციური ხასიათის ნერვულ–ფს-კური დარღვევები, რ-თა მიმართ ავად. ყოველთვის ინარჩუნებს კრიტიკულ დამოკიდებულებას. ნ-ის მიმდინარეობა უპირატესად კეთილთვისებიანია; მისთვის დამახ. დარღვევები შექცევად ხასიათს ატარებს. ნ-ის ძირითადი სახეებია: ნევრასთენია, ისტერია და აკვიატებული მდგომარეობანი. ნ. ე. წ. მოსაზღვრე ნერვულ-ფს-კური დარღვევების კლასს მიეკუთვნება. /იხ. მოსაზღვრე მდგომარეობანი/.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.