![]() |
![]() | |
ნერვული სისტემის ძირითადი ფუნქციური და მორფოლოგიური ერთეული. ნეირონში განასხვავებენ სხეულსა და მორჩებს – დენდრიტებს და აქსონებს. დენდრიტი უჯრედის მრავალრიცხოვნად დატოტვილი მორჩებია, რ–იც იმპულსებს აღიქვამენ და გადასცემენ ნერვული უჯრედის სხეულს. აქსონი გრძელი მორჩია, მას იმპულსები გადააქვს ერთი ნერვული უჯრედიდან სხვა უჯრედებისკენ. ნ–ს გარს არტყია ნეიროგლია, რ–ის უჯრედის საყრდენ ფუნქციას ასრულებს. იგი უზრუნველყოფს ნერვულ უჯრედთა ელექტრონულ იზოლაციას. გულისხმობენ რომ ის აგრეთვე ხელს უწყობს ნერვულ უჯრედში ნივთიერებათა ცვლას.
გამოყოფენ ნ-ის სამ ტიპს:
1. მგრძნობიარეს – აფერენტულს, რეცეპტორულს; ცენტრისკენულს;
2. მამოძრავებელს ეფერენტულს, ეფექტორულს, ცენტრიდანულს;
3. ასოციაციურს ანუ შემაუღლებელს.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |