| | |
ორგანოთა სისტემა, რ–თა ძირითადი მორფოლოგიური და ფუნქციური ელემენტი არის ნეირონია ნ. ს. ახორციელებს:
1. ად–ნებისა და ცხოველების ორგანოთა ყველა სისტემის ფუნქციურ გაერთიანებას, რეგულირებას და მართვას.
2. ორგანიზმსა და გარემოს შორის კავშირს /ურთიერთობას/.
ნ. ს. მოქმედებს რ–რც ერთიანი მექანიზმი. ის გავლენას ახდენს ორგანიზმის ყველა პროცესზე. მისი საკუთარი რეგულაცია კი, ამავე დროს, დამოკიდებულია სხვა ორგანოებზე, განსაკუთრებით შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციობაზე. ნ. ს. შედგება ცერებროსპინალური ანუ სომატური ნ. ს-საგან და ვეგეტატიური /ავტონომიური ნ. ს–საგან/. სომატურ ნ. ს–ში განასხვავებენ: ც. ნ. ს–ს და პერიფერიულ ნ. ს–ს.
ნ. ს–ის მოქმედების წამყვანი ფორმა არის რეფლექსი და ფს–კური მოქმედება. ნ. ს–ის ანატომო–ფიზიოლ. ერთეული ნეირონი – არის ნერვული უჯრედი ყველა თავისი განტოტებებით და დაბოლოებათა აპარტით. განასხვავებენ ნეირონთა სამ ტიპს:
1. რეცეპტორულს ანუ აფერერენტულს, მგრძნობიარეს, რ-იც იღებს გაღიზიანებას და აღმოცენებულ: იმპულსს აგზავნის ცენტრისაკენ.
2. ასოციაციურ /შეუღლებულს, – გადაჰყავს ცენტრის მიერ მიღებული იმპულსი გარეგან რეაქციაში.
3. ეფერენტულს /მამოძრავებელი ნეირონი/, ასრულებს ეფერენტულ ფუნქციას, ე. ი. მოძრაობით რეაქციას.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |