| | |
ფს-კური ფუნქციების, ძალების მაღალშემოქმედებითი უნარი, როდესაც ად-ნს უადვილდება რ-რც მოცემული შინაარსის გაგება, ათვისება, ცოდნის დაუფლება, ისე შემოქმედებითი ენერგიის გაშლა, ახალი ფორმების შექმნა, ახალი მიღწევების დამყარება ცხოვრების გარკვეულ სფეროში. ნ-ერი ად-ნი მოვლენაში ამჩნევს იმ მხარეებს, რ-ის დანახვა -მიგნება საშუალო ნ-ის ად–ნისთვის ძნეღად მისაწვდომია. ნ–ერი ად-ნი უფრო ღრმად იხედება მოვლენაში და უფრო ნათლად ხედავს მის ცალკეულ მხარეებს. ნ-ით აღბეჭდილი შემოქმედებას ახას. ორიგინალობა /სიახლე/, სახეების სრულქმნა, ბუნებრიობა, პროდუქტიულობა. ნ. ჯილდოა ბუნებით მომადლებული, მემკვიდრეობით გადმოცემული. მაგრამ ნ–მა რომ თავისი შესაძლებლობა გაშალოს და შემოქმედ ძალად იქცეს, საჭიროა შესაფერისი გარემო და სოც. პირობები /საზოგადოებრივ–კულტურული დონე/.
ნ-ით შეიძლება ყოველი ად–ნი მეტ–ნაკლებად იყოს დაჯილდოებული: ზოგს დიდი ნ. ჰქონდეს, ზოგს – მცირე. ნ-ის მაღალ ხარისხს ტალანტი ეწოდება, უმაღლეს ხარისხს-გენიოსობა /იხ./.
განასხვავებენ ორი სახის ნ–ს: ზოგადს და სპეციალურს, ზოგადი ნ. გულისხმობს გონითი უნარის, აზროვნების, ინტელექტის მაღალ ხარისხს; მაღალი გონითი მონაცემების საფუძველზე ვითარდება ყოველი თეორიული მეცნ. და ფილოს. იგი აუცილებელი პირობაა აგრეთვე ყოველი სპეციალური სახის შემოქმედებისთვისაც გონებრივი აქტიურობის გარეშე შემოქმედება უნაყოფოა. ამ აზრით, ინტელექტუალური აქტიურობა ყოველი შემოქმედების ზოგადი პირობაა, ამიტომაც მას ზოგადი ნ-ერება ეწო- დება /იხ. გონიერება/.
სპეციალური ნ. ვლინდება ერთ რ-იმე კერძო დარგში. მაგ., მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებაში, ტექნიკაში, მუსიკაში, ფერწერაში და საერთოდ, ხელოვნების სხვადასხეა დარგში. როცა ნ-ის მოქმედება რ-იმე ერთი დარგის ფარგლებითაა შეზღუდული, მაშინ იგი სპეციალურ ნ–ად ითვლება.
ნ. შესაფერის გარეპირობებში ადრე იჩენს თავს. ცნობილია, რომ მუსიკის ნიჭი ვ. მოცარტმა 3 წლის ასაკში გამოამჟღავნა, ხოლო 5 წლის პ. ჩაიკოვსკი მოსმენილ მელოდიას აღადგენდა და როიალზე უკრავდა. ასე ნაადრევად ნ-ის გამოვლენა, რასაკვირველია, მისი ადრეული სიმპტომია, მაგრამ ყოველი ნ-ის აუცილებელი თანმხლები არ არის. შეიძლება ნ. პირ- ველად უფრო მოგვიანებით გამოვლინდეს, მაგრამ მთელი სისავსით გაიშალოს და მაღალ დონეს მიაღწიოს /მაგ., მ. ლომონოსოვი/. თუ კი ნ-ის განვითარება შესაფერის სოციალურ და გარეპირობებსაა მოკლებული, მაშინ იგი ვერაფერს გააკეთებს. მაგ., თუ მათემატიკის ნ-ით დაჯილდოებულმა სუბ. არ ისწავლა, მაშინ მისი ნ. ჩაქრება. მაგრამ ზოგ დარგში სწავლა-გავარჯიშებას თავიდან მოკლებული ნ. თავისი „ფუნქციური ტენდენციის“ სპონტანურ სწრაფვაში შემოქმედების სიმაღლეს მაინც აღწევს; თუმცა გარკვეულ ფარგლებში ის მაინც პრიმიტიულ ფორმებს იმეორებს და მას ამიტომ „პრიმიტიულ შემოქმედს“ უწოდებენ /მაგ., ასეთია ქართველი მხატვრის ნ. ფიროსმანიშვილის შემოქმედება/. ამიტომ ნ-ის ადრეულ გამოვლინებას და მისი განვითარებისთვის ზრუნვას დიდი პედ. საზოგადოებრივი მნიშვნელობა ენიჭება. ამ მხრივ ფს-გიაში ცნობილია ინტელექტუალური ნ-ის, ანუ გონიერების /1ntelligenz/ გაზომვის ტესტების სერია /იხ. ბინე-სიმონის სკალა, გონებრივი განვითარების შემოწმება/.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |