ზ. ფროიდის მიერ შემოტანილი ტერ. ფს-გიაში გულისხმობს ბ-ვის სექსუალურ განვითარებაში ერთ–ერთ პერიოდს, სახელდობრ, ორალური ფაზის მომდევნო ფაზას, რ-იც გრძელდება 2 წლიდან 3 წლამდე. ბ-ვში ლიბიდოზურ კმაყოფილებას ამ პერიოდში, ფროიდის აზრით, იწვევს დეფეკაციის რეფლექსით გარკვეული ადგილების გაღიზიანება და საჭმლის მონელების ნარჩენი მასისაგან განთავისუფლება. მისი აზრით, ამ აქტიდან ფიქსირდება აგრეთვე სისუფთავის ჩვევის მოთხოვნილება და ხასიათის პედანტური მიდრეკილება (იხ. ორალური ფაზა).
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.