A E

ობ ოდ ოი ოკ ოლ ონ ოპ ორ ოც
ობი

ობიექტური ფსიქოლოგია

თანამედროვე ფ-გიაში — იმ მეცნიერე მიმართულებათა საერთო სახელწოდება, რ−თა თანახმად, ფს-გია, რ–ოც მეცნიერება უნდა სწავლობდეს არა განცდებს, ფს-კურ ფენომენებს, არამედ ცოცხალი ორგანიზმის იმ რეაქციებს, ქცევებს, მოძრაობებს რ-თაც იგი გარემოდან მოქმედ გამღიზიანებელთა საპასუხოდ იძლევა. ამ მიმართულებათა კვლევის ძირითადი ფორმულაა „სტიმულ–რეაქცია“ /S-R/.

სახელწოდება ო. ფ. პირველად იხმარა ვ, ბეხტერევმა. მასში ის გულისხმობდა ისეთ ფს-გიას, რ–აც ინტროსპექტული ფს–გიის საპირ. ცოცხალი არსების მხოლოდ სტიმულები და რეაქციები უნდა ეკვლია და არა განცდები, ცნობიერების მოვლენები. შემდეგ, თვითონ ბეხტერევმა ო. ფ-ს უწოდა აგრეთვე „რეფლექსოლოგიაც“. ო. ფ-ის განშტოებას წარმოადგენენ: a. ბიჰევიორიზმი, რ-იც წარმოიშვა ამერიკაში, /ვ. თორნდაიკი, ია უოტსონი და სხვ. b. „ რეაქტოლოგია“ /კ. ნ. კორინ ლოვი/. ყველა ამ მიმართულებას საფუძვლად უდევს შემდეგი მოსაზრება: მეცნ. უნდა იკვლევდეს მხოლოდ იმას, რაც ობიექტურადაა მოცემული და რისი.გაზომვაც ხერხდება, ფს-კა კი არაობიექტურადაამოცემული და ამიტომ მისი მეცნ. კვლევა შეუძლებელია. ის, რაც ცოცხალი არსებისათვის სპეციფიკურად დამახ. ეს მისი ქცევები და რეაქციებია, რ–თაც იგი გარე გამღიზიანებლის სტიმულების საპასუხოდ იძლევა. ამიტომ მეცნ. ფს-გიამ განცდების შესწავლაზე უარი უნდა თქვას და მხოლოდ ცოცხალი არსების ქცევები უნდა გამოიკვლიოს. ეს დებულება ძირშივე მცდარია, რადგან ო. ფ. განცდების არსებობას არ უარყოფს ბოლო მათი მეცნ. კვლევა შეუძლებლად მიაჩნია. ეს ფს–კურის შემეცნების შეუძლებლობას ნიშნავს და უთუოდ ერთგვარ აგნოსტიციზმს წარმოადგენს; რადგან, თუ განცდა რეალობაა და სინამდვილეა, მაშინ კანონიერია ისიც, რომ მისი შემსწავლელი მეცნიერებაც არსებობდეს. გარდა ამისა ფს–კურის გარეშე, თვითონ ქცევა ცალკეულ მოძრაობათა კონგლომერატად იქცევა და მისი აზრი, მნიშვნელობა გაუგებარი რჩება. ო. ფ-ის ძირითადი ნაკლი ისიცაა, რომ ფს-კა და ქცევა ერთმანეთისაგან გათიშულია და ფაქტობრივად ერთიცა და მეორეც შეუცნობელი ხდება.

დ. უზნაძე შემდეგნაირად წყვეტს ამ საკითხს: ფს-კა თვითონ ქცევაშია მოცემული, ისინი განუყრელ ერთიანობას წარმოადგენენ და ამიტომ ქცევის დაკვირვება იმავე ფს-კის დაკვირვებას ნიშნავს. „ფს–კუ-რი, რ–რც წმინდა სუბ–ური მოცემულობა როდი უნდა ჩავთვალოთ, არამედ, როგორც ობიექტურთან ერთიანობაში მყოფი სინამდვილე, რ-იც სწორედ ამიტომ შესაძლებელია თვითონ იქნეს ობიექტური შესწავლის საგნად დასახული“ /და უზნაძე/. ამრიგად ო. ფ. არ არის კანონიერი სახელწოდება, რადგან ფს- გია მაინც, საბოლოო ანგარიშში, მეცნიერებაა ფს-კის შესახებ, რ-იც მუდამ ქცევასთან ერთიანობაშია მოცემული.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9