| | |
ზ. ფროიდის მიერ შემოტანილი ტერ. ფსიქოანალიზში. გულისხმობს შვილის სქესობრივ სურვილს საკუთარი მშობლის მიმართ /იხ. ინცესტი/, ვაჟისას - დედის მიმართ, ქალისას მამის მიმართ, ხოლო ამის შესაფერისად სიძულვილსა და მტრობასაც კი თავისი სურვილის ობიექტის საწინააღმდეგო სქესის მშობლის მიმართ ე. ი. ქალისა — დედის მიმართ, ვაჟისა – მამის მიმართ. ფროიდის კონცეფციით, სქესობრივი სურვილი საკუთარი მშობლის მიმართ იწყება ადრეული ბავშვობის ასაკში, ფალუსური ფაზის დასაწყისიდან /დაბადებიდან 3 წლის ბოლო/ და სტაბილურ მდგომარეობას გენიტალურ ფაზაში /პუბერტატული პერიოდი/ აღწევს. ამავე პერიოდში იწყება კონფლიქტი. ამ სურვილისადმი უარყოფითადაა განწყობილი სუბ-ის მთელი სოციალური გარემო თავისი ზნე–ჩვეულებებით და ქცევის ნორმებით; ამის შესაფერისად ამ სქესობრივი სურვილის წინააღმდეგ ამხედრდება სუბ–ის საკუთარი „ზე–მე“ და „დაცვითი მექანიზმების“ საშუალებით /იხ. განდევნა/ ამ ლიბიდოზური სურვილით გამოწვეულ წარმოდგენებს ცნობიერებიდან ერეკება. ყოველივე ამის შედეგად ინცესტერი სურვილი იდევნება ცნობიერებიდან, ის ქვეცნობიერში იძირება და განაგრძობს აქ არსებობას, რ–რც „კომპლექსი“ და აქედან ფარულად ზემოქმედებს სუბ-ის ცნობიერების მიმდინარეობაზე.
ეს არანორმალური მდგომარეობა ხშირად ნევროზის საბაბი ხდება და სუბ. ავადდება.
ო–ს, როგორც გარკვეული ცნების სახელწოდებას, საფუძვლად დაუდო ძველი ბერძნული თქმულება მეფე ოიდიპოსის შესახებ: მან მოკლა თავისი მამა თებელი მეფე, რ¬აც არ იცნობდა და როცა კლავდა, არ იცოდა, რომ თავის მამას კლავდა. ამის შემდეგ იგი დაეპატრონა ტახტს და ცოლად შეირთო ქვრივი დედოფალი იოკასტე. მან არც ის იცოდა, რომ იოკასტე მისი დედა იყო. მათ ეყოლათ შვილები. აღსრულდა ოიდიპოსის დაბადებისას ღმერთების წინასწარმეტყველება. როცა შემდეგ სინამდვილე გამოაშკარავდა, ოიდიპოსმა უარყო მეფობა, თვალები დაითხარა და ქალაქს გაშორდა, ხოლო იოკასტემ თავი ჩამოიხრჩო.
ო–ის ანალოგიურია ელექტრაკომპლექსი; მასში ნაგულისხმებია ქალიშვილის ინცესტური სურვილი საკუთარი მამის მიმართ. ბერძნული თქმულებით ელექტრა იყო ტროის ომის მონაწილე აგამემნონის ქალიშვილი, ტერ. ელექტრაკომპლექსი ფროიდის შემდეგ შემოიტანეს მისმა მოწაფეებმა.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |