A E

ობ ოდ ოი ოკ ოლ ონ ოპ ორ ოც
ოლი

ოლიგოფრენია

Gk. olygos —ცოტა, phren ჭკუა

თანდაყოლილი, ან ადრეულ ასაკში /დაბადებიდან 1-2 წელი/ შეძენილი სუსტგონიანობის ყველა სახის და ხარისხის საერთო სახელწოდება. /მაგ. იდიოტია, იმბეცილობა, დებილობა/. ო-ის ფს-კური განუვითარებლობა ზოგადია - ეხება თითქმის ყველა ფს¬კურ ფუნქციას, მაგრამ განსაკუთრებული სიძლიერით აზროვნების ფუნქციებია დათრგუნვილ–დაქვეითებული.

სუსტგონებიანობასთან ერთად ადგილი აქვს აგრეთვე ფიზ. განუვითარებლობასაც /მაგ., გრძნობის და მოტორიკის ორგანოების, აგრეთვე თავის ქალის აგებულების დეფექტი/.

ო–ის დიფერენციული სახეებია აგრეთვე: მიკროცეფალია, ჰიდროცეფალია, ლაგდონ–დაუნის დაავადება და სხვა. ო. განსხვავდება დემენციისაგან იმით, რომ ო. ან თანდაყოლილია, ან წარმოიშობა ადრეული ბ–ვობის ასაკში.

ო–ს იწვევს ც. ნ. ს. დაზიანება, განსაკუთრებით ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის დაზიანება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9