Gk. oneiros ძილი, odyne ტკივილი, მოუსვენრობა ფსიქოპათოლოგიაში: ცნობიერების აშლა, რ–აც ახას. თვალსაჩინო პლასტიკური ფანტასტიკური შინაარსის სტენიური წარმოდგენები. კავშირი სინამდვილესთან ან სულ გაწყვეტილა, ანდა სინამდვილე ამ ფანტასტიკური განცდების შესაბამისად აღიქმება და ამ განცდებშია ჩაქსოვილი. თვითონ ავად. ამ ფანტასტიკური სცენების მონაწილედ განიცდის თავს. ო. ც-ს თან არ ახლავს ამნეზია; მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ ავად–ფს დეტალურად ახსოვს მის მიერ განცდილი შინაარსები, გვხვდება შიზოფრენიისა და სხვადასხვა სომატური დაავადების პროცესში განვითარებული ფსიქოზების დროს.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.