ე. ჰეკელის /1834—1919 / მიერ შემოტანილი ცნება /1912 /, რ–იც გულისხმობს ინდივიდუუმის ფსიქო–ფიზ. განვითარებას ჩასახვის მომენტიდან ვიდრე სრულ მოწიფულობამდე.
ხშირად ო–ს განმარტავენ, რ–რც ინდივიდის განვითარებას ჩასახვის მომენტიდან ვიდრე სიცოცხლის დასრულებამდე. ასეთი განმარტება მთლად ზუსტი არ უნდა იყოს და, შეიძლება, მხოლოდ პირობითად ჩავთვალოთ, რადგან განვითარება ამ ცნების აზრის მიხედვით, თავდება სიცოცხლის გარკვეულ პერიოდში, რის შემდეგაც იწყება განვითარების საწინ. მოვლენა – უკუგანვითარება, ინვოლუცია, რ–იც სიკვდილში გადადის. საპირ. ფილოგენეზი.