A E

ობ ოდ ოი ოკ ოლ ონ ოპ ორ ოც
ოპე ოპტ

ოპერაციონიზმი

L. operatio მუშაობა, მოქმედება

შეხედულება თანამედროვე ნატურფილოს–ში, რ–იც ემყარება ამერიკელი ფიზიკოსის პ. ვ. ბრიჯმენის / P. W. Bridgeman/ შემდეგ დებულებას /1927/; ჭეშმარიტია ბუნების შემეცნება მაშინ, როცა იგი გამზომი აპარატების გამოყენებას ეყრდნობა და ყოველ დამკვირვებელს, ყოველთვის მისი სისწორის შემოწმების საშუალებას აძლევს. ო-ის შეხედულებით, ჭეშმარიტად არსებულია ის, რისი გრძნობადი აღქმაც და გაზომვაც ხერხდება. ამის თანახმად ცნების ყოველი დეფინიცია გულისხმობს არა საგნის არსის ძიებას, წვდომას, არამედ მისი ემპირიული არსებობის დადასტურებას გაზომვის საშუალებით. მაგ., ამ თვალსაზრისით, ცნება „ინტელიგენტობა არის ის, რაც ინტელიგენტობის ტესტით იზომება“.

b.ბრიჯმენის ო–მა დიდი გავლენა იქონია ბიჰევიორისტულ ფს–გიაზე /ე. ბორინგი, ს. სტივენზი/. S. Stevens /, ბ. სკინერი, ე. ტოლმენი/. მაგ., სტივენზის აზრი ო–ის ძირითადი დამახ. ნიშნებია: შესასწავლი მოვლენის შესახებ ერთი საერთო შეხედულების გამომუშავება მკვლევართა მიერ, შესასწავლი მოვლენის განმეორებით გამოწვევა და გაზომვა. ე. ტოლმანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბიჰევიორისტულად გაგებულ „სტიმულსა და რეაქციას" შორის უშუალო კავშირი არ არსებობს, მისი აზრით, მათ შორის უნდა ვიგულისხმოთ ე. წ. „შუამდებარე ცვლადი“ მოტივაციის სახით, რ-ის გაზომვა შესაძლებელი ხდება. /იხ. პრაგმატიზმი/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9