A E

ობ ოდ ოი ოკ ოლ ონ ოპ ორ ოც
ოპე ოპტ

ოპტიმიზმი

L. optimus საუკეთესო

მსოფლმხედველობა, რ-ის შეხედულებით, რ-რც ყოველი არსებული, ისე მთლიანად სამყარო გონივრული ქმნილებაა, საუკეთესო ყველა შესაძლებლობათა შორის. ოპტიმისტური მიმართულების თანახმად სამყარო სიამოვნების წყაროა, ო–ს სწამს, რომ ყოველ საქმეში საბოლოოდ სიკეთე იმარჯეებს და ყველაფერი კარგად მთავრდება. მოვლენის ბნელ მხარეებს. ო., ან ვერ ხედავს, ან იმედი აქვს, რომ საბოლოოდ მაინც ნათელი გაიმარჯვებს ბნელზე; ად-ნებში ყოველთვის კარგ მხარეებს ამჩნევს და ცუდს უგულებელ ყოფს. ო. სასიცოცხლო განწყობილების გრძნობაა, იმედით აღჭურვილი, სიცოცხლის მოსიყვარულე და მისი დამკვიდრების მოსურნე.

ძველ დროში ოპტიმისტურ მსოფლმხედველობას იზიარებდა მრავალი ფილოსოფოსი, განსაკუთრებით, სტოელთა სკოლის წარმომადგენლები. მარკუს ავრელიუს ანტონიუსი /121 −180/ ამბობდა „ო, სამყაროვ! ყველაფერი, რაც შენ გსურს, ის მეც მსურს“ო; ახალ დროში ფილოს–ში ო.–ს მიმდევრები არიან. გა ლაიბნიცი, გ. ჰეგელი და სხვა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9