A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
აბა აბე აბს აბუ

აბსტრაქცია

L. abstractio განყენება, მოშორება

ფს–კური აქტი, ცნების შემუშავების პროცესის ერთ-ერთი ძირითადი საფეხური (იხ. ცნება). ნიშნავს საგნისთვის დამახ. ნიშანთა კომპლექსიდან ზოგის გამოყოფას, გამოცალკევებას და სხვა ნიშნებისაგან დამოუკიდებლად მის განხილვას. ა. ხორციელდება ნებისეული ( აქტიური) ყურადღების საფუძველზე. ხდება გარკვეული ნიშნების განზრახული,მიზანდასახული გამოცალკევება, იმავე დროს დანარჩენი ნიშნების ყურადღების გარეშე დატოვება; ამიტომ ყოველ ა-ში ორი მომენტი უნდა განვასხვაოთ: პოზიტიური – ნიშანთა კომპლექსიდან ზოგიერთის გამოყოფა და ნეგატიური – დანარჩენი ნიშნების უგულებელყოფა (ი. ელიასბერგი). ·

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9