A E

ობ ოდ ოი ოკ ოლ ონ ოპ ორ ოც
ორა ორგ ორი

ორალური ფაზა

L. ora os პირი

ზ. ფროიდის ფსიქოანალიზში ნიშნავს: სექსუალური განვითარების პირველ ფაზას. იწყება დაბადებიდან და გრძელდება დაახლოებით ერთ წელს /პირველი წლის ბოლომდე/. ამ პერიოდში /„ძუძუს პერიოდი“/, ფროიდის მიხედვით, ბ- ვისთვის პირი წარმოადგენს ეროგენულ ზონას, მისი გაღიზიანება /ძუძუს წოვა, კბენა, თითების ლოკვა/, ფროიდის აზრით, იწვევს ლიბიდოზურ სიამოვნებას და დაკმაყოფილებას. ო. ფ. ესაზღვრება ანალურ ფაზას.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9