ასეთია: შიმშილი, წყურვილი, სქესობრივი შეგრძნებები, სასუნთქი ორგანოების მდგომარეობასთან დაკავშირებული შეგრძნებები, გულისრევის, თავბრუსხვევის, დაღლილობის და სხვ. ორგანული შეგრძნებების დაკმაყოფილება თვით იწვევს, თავის მხრივ, გარკვეულ ორგანულ შეგრძნებებს, მაგ., საჭმლის მოთხოვნილების დაკმაყოფილება იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას და სხვა.
ო. შ–ს თავისი სპეციფიკური რეცეპტორები აქვთ, ისინი მოთავსებულია შინაგან სასიცოცხლო ორგანოებში / ინტერორეცეპტორებთ/ ო. შ-ები დანარჩენი მოდალობის შეგრძნებებისაგან განსხვავდება თავისი სუბ-ტურობით, ისინი ობიექტურ ვითარებას, საგნის თვისებას კი არ ასახავენ, არამედ საკუთარი სხეულის მდგომარეობას. ამიტომ ისინი. ყველაზე უფრო ახლო დგანან ემოციასთან და სუბ–ტურობით ხასიათდებიან, თუმცა სავსებით არც ემოციას წარმოადგენენ, რადგან ასე თუ ისე, მაინც ჩვენი სხეულის, ე. ი. რაღაც ობიექტური ვითარების განცდას იძლევიან. ო. შ., ჩვეულებრივად ად–ნის გარემოსთან დამოკიდებულებაში, სასიცოცხლო სტიმულების სახით გამოდიან და ად–ნს გარკვეული ქცევის განხორციელებისაკენ მიმართავენ /დ. უზნაძე/.