![]() |
![]() | |
ვიწრო მნიშვნელობით, ფს-კური უნარი, ზოგის აზრით, გრძნობა, რ-ის მოქმედების შედეგადაც სუბიექტმა ყოველ წუთს სრული სიზუსტით იცის, თუ სად არის თვითონ, რა დრო არის ახლა /ღამე–დღე, დილა–საღამო, ზამთარი—ზაფხული/ და თვითონ იგი ვინ არის, რაც ნიშნავს სივრცის, დროის და საკუთარი პიროვნების ვინაობის ცნობიერებას. ასეთი ცნობიერება არსებობის ერთი ძირითადი პირობათაგანია, რ–იც თან ახლავს ად–ნს და საკუთარი თავის, რ–რც პიროვნების, საიმედოობის საწინდარია. ამ განცდის, ამ ცოდნის დარღვევა ფს– კის აშლის /სულიერი დაავადების/ სიმპტომად ითვლება.
ო. სივრცეში განსაკუთრებით განვითარებული აქვთ ბრმებს. ამაში მათ ეხმარება უმაღლესად განვითარებული შეხებისა და ვიბრაციის შეგრძნებები. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ად-ნის ო-ში მონაწილეობს ფს-კური ფუნქციები: შეგრძნება, აღქმა, მეხსიერება, ყურადღება, გრძნობა და სხვ.
დროში და სივრცეში ო. დამახ. ცხოველისათვისაც, ზოოლოგიაში იკვლევენ მწერების, ფრინველების, თევზების და სხვა ცხოველების ო-ის უნარს. ცნობილია მაგ., რომ თავის სახლს დიდი მანძილით დაშორებული ფუტკარი /ჭიანჭველაც/ კარგად აგნებს გზას სახლისაკენ; ვარაუდობენ რომ დროში ო–ს ფუტკარი მზის მდებარეობის მიხედვით არკვევს /კ.ფიშერი/. ზოგი თევზი, ტოფობის პერიოდში ქვირითის დაყრის ადგილისკენ რამდენიმე ათას კილომეტრს გაივლის და ზუსტი ო-ით მიიკვლევს გზას ამ ადგილისაკენ. ცნობილია, რომ გადამფრენი ფრინველები, რ-იც საზამთროდ თბილ ქვეყანაში მიემართებიან, გაზაფხულზე კვლავ უკან ბრუნდებიან და ეს გრძელი გზა მათ არასოდეს არ ეშლებათ. მაგრამ ცხოველის ო–ის უნარი არსებითად სხვაა, ვიდრე ად-ნისა, ინსტინქტის საფუძველზეა აღმოცენებული და ცნობიერების ელემენტებს სავსებით მოკლებულია.
ფართო მნიშვ. ად−ნის მიმართ სიტყვა ო–ს სპეციფიკური მნიშვნელობაც აქვს. მას იყენებენ იმის აღსანიშნავად, რომ რამეში ერკვევი, მაგ., სიტუაციაში, რომ შექმნილ მდგომარეობას ალღოს უღებ, გესმის მისი დაფარული აზრი და სწორი მიმართულებით მოქმედებ. ო, ამ შემთხვევაში, არსებულის უშუალო ცოდნას გულისხმობს. ეს იქიდანაც, ჩანს, რომ საფრთხის მოულოდნელი წამოჭრა, კრიტიკული სიტუაცია ხშირად უბნევს ად−ნს ო–ს. მან არ იცის რა ქნას, რა იღონოს, მისი რეაქციები ქაოსური ხდება. აქედან ცხადია, რომ ად–ნის ქცევის ერთ–ერთი ძირითადი პირობათაგანი სიტუაციაში ო–აა, იგი გარემოს და მასში საკუთარი ადგილის აღქმაა, ცოდნაა. ო–ის შეძენაში /აღებაში/ უშუალო წვდომის უნარის გარდა აზროვნების პროცესებიც / შედარება, რელა ცია, იდენტიფიკაცია და სხვ./ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |