A E

ობ ოდ ოი ოკ ოლ ონ ოპ ორ ოც
ოცნ

ოცნება

პასიური ფანტაზიის ერთ-ერთი სახე მისთვის დამახ. სინამდვილისაგან განდგომა, ცნობიერების გამოთიშვა რეალურ მოვლენათა ზეგავლენისაგან, ილუზორულ წარმოდგენათა წინ წამოწევა, სანატრელი და სასურველი მოვლენებისათვის მიდევნება. ო. სიამოვნებას ჰგვრის მეოცნებეს. ზოგჯერ შეიძლება საშინელი მოვლენების შესახებაც იოცნებო, მაგრამ, რ–რც წესი ად-ნი იმაზე ოცნებობს, რაც მისთვის სასურველია და სინამდვილეში კი მიუღწეველია. ო. ფენომენოლოგიურად ახლო დგას სიზმართან, ეფემერულია, უკვალოდ წარმავალია ო-ს სხვანაირად „დღის სიზმარს“, „ღვიძილის სიზმარს“ (გერმ. Tagtraum) უწოდებენ კიდეც. ო–ს იწყებს ად–ნი მაშინვე, რ–რც კი განმარტოვდება, ან დასვენებას განიზრახავს. იგი სპონტანურად, თავისთავად ევლინება სუბ-ს და მთლიანად ეუფლება მის აზრთა მიმდინარეობას „ო-ის შემთხვევაში აზროვნების ჩვეულებრივი დაძაბულობა პასიურ მოდუნებას უთმობს ადგილს; ო-ის მიმდინარეობა ჩვენი აქტიური მონაწილეობის გარეშე ხდება. თუ აზროვნებაში ყოველი ცალკე აზრი ჩვენი შეგნებული ძიების პროდუქტად განიცდება, ო–ის შემთხვევაში წარმოდგენები ისე მიმდინარეობენ, რომ ჩვენ მხოლიდ პასიურ მჭვრეტელის როლიღა გვაქვს შერჩენილი, აზროვნების შემთხვევაში ჩვენ ვმოქმედებთ; აქ, ოცნების შემთხვევაში, ჩვენ, ვჭვრეტთ იმას, რაც თითქოს ჩვენი მონაწილეობის გარეშე ხდება" /დ. უზნაძე/. ზოგჯერ ამჩნევ, რომ მუშაობის პროცესში მთავარი პრობლემისათვის თავი მიგინებებია და ოცნებისათვის მიგიცია თავი; გარკვეული ძალდატანებაა საჭირო, რომ გამოერკვე და კვლავ სამუშაოს დაუბრუნდე. ცოტად თუ ბევრად ყოველი ად–ნი ოცნებობს. დიდი მნიშვ. აქვს ად¬ნთა ტიპურ–დიფერენციულ განსხვავებულობას.

სენსიბილური ან თავის თავში ჩაკეტილი ად–ნი /ინტროვერტული იხ./ უფრო მეოცნებეა, ვიდრე მისი საწინააღმდეგო ტიპი, ახალგაზრდობა უფრო მიდრეკილია ო–ისადმი.

კომპენსატორული მნიშვნელობისაა, რისთვისაც რეალურ პირობებში ვერ მიუღწევია სუბ–ს, იმას ის ო–ში დაეძებს, ცხადში მიუღწეველს ო-ში აღწევს. ო. სინამდვილისაგან სურვილების სამყაროში გაქცევაა, ამიტომ ის რაციონალურს, ლოგიკურს, გონების სიცხადეს გაურბის და გრძნობითი ტონით შეფერილ სურვილთა დინებას მიჰყვება. ამით ის რეალურ პირობებში დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებებს ილუზორულად იკმაყოფილებს. /დ. უზნაძე/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9