A E

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პათ პან პარ პას პატ

პათოფსიქოლოგია

ფს–გიის დარგი, შეისწავლის ფს–კური მოქმედებისა და პიროვნების სტრუქტურის დაზიანებისა დარღვევის კანონზომიერებებს ფს-კის პათოლოგიის შემთხვევაში. პ–გიურ გამოკვლევებს დიდი მნიშვ. აქვთ მთელი რიგი ზოგადფსიქოლოგიური პრობლემის შესწავლისთვის. ასეთია, მაგ., ქცევის მიზანშეწონილობის პრობლემა; ფს-კური აქტიურობის პროცესები; პიროვნების როლის პრობლემა; ბიოლოგიურისა და სოციალურის ურთიერთობის პრობლემა პათოლოგ. ფსიქიკის განვითარებაში და სხვა. რიგ შემთხვევაში ფსქო–პათოლოგიური ფენომენი ფს-გიისათვის წარმოადგენს ე. წ. ბუნებრივ ექსპერიმენტს ამა თუ იმ ნორმალური ფს–კური მოვლენის ფს.- გიური ბუნების შესასწავლად. პ–გიური გამოკვლევები ფართოდ გამოიყენება ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში დიაგნოსტიკური კრიტერიუმის სახით; ინტელექტუალური დონის დაქვეითების ხარისხის დასადგენად, მკურნალობის ეფექტურობის გასარკვევად და სხვა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9