Gk. para და mnēsis გახსენება, მოგონება მეხსიერების შეცდომებია. მცდარი ცნობა– წარსულში მიღებული შთაბეჭდილებების შეცვლილად მოგონება, არასწორად აღდგენა. მეხსიერების ამ ცვლილების მიზეზია მეტწილად ტვინის ორგანული დაავადებანი, მაგრამ მეხსიერების შინაარსში ცვლილებები შეაქვს აგრეთვე თვით სუბ–ს თავისი ფანტაზიისა და სურვილების შესაბაისად და შემდეგ თვითონ სჯერა მისი სინამდვილე, იდენტობა წარსულ შთაბეჭდილებებთან. /იხ. უკვე ნახულის ილუზია, ფსევდოლოგია, კონფაბულაცია, კრიპტომნეზია/.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.