ფსიქიატრთა სკოლა პარიზში, რაც 1882 წლიდან ხელმძღვანელობდა ი. შარკო /1825—1893/. მან შექმნა ფსიქოპათოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა სკოლა. მკურნალობდა ისტერიულ დაავადებას ჰიპნოზით. კითხულობდა ლექციებს ისტერიაზე და ჰიპნოზზე. მისი მოწაფეები იყვნენ: ა. ბინე, პ. ჟანე, ზ, ფროიდი და სხვები. ფსიქიატრთა მეორე სკოლა საფრანგეთში იმავე პერიოდში იყო ნანცის სკოლა /იხ. ნანცის სკოლა/.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.