A E

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პათ პან პარ პას პატ

პატივმოყვარეობა

თავისი თავისკენ მიმართული გრძნობა, საკუთარი პიროვნების ღირსების სათანადო აღიარების განცდა. პ-ის ზომიერი გრძნობა რ-იც გულისხმობს საკუთარი მიღწევების და შემოქმედების სათანადო დაფასებას ნორმალურ გრძნობად ჩაითვლება და სუბ–ის ქარაქტეროლოგიურ ნიშან-თვისებას არ შეადგენს, ის ზოგად ად–ნური გრძნობაა. ამ შემთხვევაში ად–ნი თავის თავს სავსებით ფლობს, სხვებთან დამოკიდებულებაში ადაპტირებულ ქცევას ავლენს და მისი მოთხოვნილებები მის შესაძლებლობებთანაა შეფარდებული. მაგრამ ასეთი მოკრძალებული პ. ყველასათვის როდია დამახასიათებელი. ად-ნები მეტ-ნაკლებად არიან პ-ნი. ზედმეტად პატივმოყვარე ად-ნი ისწრაფვის პირველობისკენ, მაღალი შეფასებისკენ, რაც შეიძლება მისი დიდი მიღწევების სტიმული გახდეს და ამის დაკმაყოფილების ცდაში შეიძლება მან შემოქმედების დიდ სიმაღლეს მიაღწიოს, მაგრამ თუ პ. ინდივიდუალურად იმდენად დამახ. და წამყვანი ქარაქტეროლოგიური ნიშანია, რომ ად-ნი თავისი პიროვნების საყოველთაო და აბსოლუტურად ყველას მიერ აღიარებისადმი მისწრაფებითაა შეპყრობილი, მაშინ შეიძლება ეს სწრაფვა მანიაში გადაიზარდოს /იხ. მანია/, ავადური სახე მიიღოს. ასეთი პ-ის ადამიას- მა შეიძლება თავისი მიზნის მისაღწევად ყოველგვარ საშუალება მიზნით გაამართოს და უღირსი საქციელიც კი ჩაიდინოს.

ფს–გიაში არსებობს ისეთი შეხედულებაც /ა. ადლერი, 1870-1931 რ-ის მიხედვითაც მომატებული პ. წარმოიშობა საკუთარი პიროვნები ნაკლებღირებულების განცდისაგან და მისი დაფარვის სურვილისაგან. თავისი ნაკლებღირებულების კომპენსაციის მიზნით სუბ. ცდილობს მიაღწიოს დიდ ძალაუფლებას, მოიხვეჭოს სახელი და ამით დაფაროს სხვისი და თავის წინაშე თავის შესაძლებლობათა უკმარობა /იხ. კომპენსაცია /

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9