გამოყენებითი ფს-გიის ერთ-ერთი დარგია მისი ძირითადი პრინციპების მიხედვით სწავლისა და აღზრდის მეცნ. დაყენება და ბ-ვებზე ზემოქმედების მეცნიერულად წარმართვა მხოლოდ ბ-ვის ფსიქო-ფიზ. განვითარების მეცნ. ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ემყარება რა ბ-ვის ფს-გიის ცოდნას, იგი ექსპერ. შეისწავლის რ-რც სწავლის საკითხებს, ისე ყველაფერ იმას, რასაც ბ-ვის ასაკობრივი განვითარების პროცესში, თეორიული და პრაქტიკულ–პედ. მნიშ. აქვს; ამიტომ მას, სხვანაირად, ექსპერ. პედ-ს უწოდებენ. პ. ფ-ის ინტერესთა სფეროში საკუთრივ პედაგ. პრაქტიკის საკითხების შესწავლა იმიტომ შედის, რომ პედ. პროცესს თავისი სპეციფიკურ-პრაქტიკული მხარეები აქვს და მათი გათვალისწინების გარეშე მეცნ-პედაგ. სისტემა ვერ აიგება. ამიტომ პ. ფ. მათზედაც ამახვილებს ყურადღებას.
პ. ფ. ჩაისახა მე-19 ს. მეორე ნახევარში. მთავარი წარმომადგენლები არიან ა. ფ. ლაზურსკი, ე. მოიმანი, ვ. ლაი, ე. შტერნი, ვ. შტერნი, ვ. პეტერსი, გ. კერშენშტეინერი, საქართველოში–დ. უზნაძე, რ-მაც 1912 წელს დაწერა „ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი“. ეს იყო ერთადერთი მეცნ. ფს-გიური და პედური ნაშრომი იმ ხანებში საქართველოში. შემდეგ დ. უზნაძემ განავითარა და მაღალ საფეხურზე აიყვანა პ. ფს-გიის დარგი.