A E

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პედ პერ პეს

პესიმიზმი

L. pessimus ძალიან ცუდი

დაწეული სულიერი განწყობილების საფუძველზე წარმოქმნილი შეხედულება, რ-ის თანახმადაც სამყარო წარმოდგენილია ყოველმხრივ ცუდ ყოფიერებად, არსებობა უღირებულოდ, ად-ნი ბუნებით ნაკლოვან არსებად, სიცოცხლე- ტანჯვად და წამებად, ბედნიერება კი–ილუზიად. პესიმისტები ცდილობდნენ აღერიცხათ მეტყველებაში არსებული უსიამოვნო და სასიამოვნო განცდათა აღმნიშვნელი სიტყვები და ამტკიცებდნენ, რომ უსიამოვნო განცდის აღმნიშვნელი სიტყვები აღემატება სასიამოვნო განცდის აღმნიშვნელს და ეს, მათი აზრით, იმით აიხსნება, რომ სიცოცხლეში ტანჯვა, უსიამოვნება ფაქტიურადაც ჭარბობს ბედნიერებას და სიამოვნებას. პესიმისტების აზრით, ყოფიერების ასეთი დისჰარმონიულობა გარდუვალია, შეუცვლელია. პ-ის მთავარ წარმომადგენლებად ა. შოპენჰაუერი /1788—1860/, და ე. ჰარტმანი /1842 −1906/ ითვლებიან.

პ. დაწეული /დეპრესიული/ სულიერი განწყობილების საფუძველზე წარმოშობილი სუბ-ური თვალსაზრისია და არ წარმოადგენს მეცნ-ულ -ფილოს-ურ კონცეფციას.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9