| | |
დ. უზნაძის მიხედვით ფიზ. განვითარება: დამახ. სიმაღლის ზრდის ნელი ტემპი, წონის მეტი ენერგიით ზრდა, კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემის გამაგრება. ფს-კური განვითარება: ამ პერიოდში ბ-ვის ქცევის დომინანტური ფორმა სწავლაა, რ-იც სასკოლო ასაკში მეცნიერული აზროვნების განვითარების, მაშასადამე, ცნებათა შემუშავების მთავარი პირობაა. ბ- ვი ამ დროს თვითონაც მზადაა სასკოლო სწავლისათვის. ის ცნობისმოყვარეა, ობიექტური სამყაროს საგნობრივი შინაარსის წვდომას ესწრაფვის, დაინტერესებულია ამ სინამდვილის ფენომენოლოგიური შინაარსით, ბ- ვის ეს შემეცნებითი აქტიურ-ინტელექტუალური ინტერესი საფუძვლად ედება ლოგიკურ-ვერბალური აზროვნების განვითარებას. შემეცნებითი აქტიურობა შესაფერისად განსაზღვრავს ყველა სხვა ფს-კური ფუნქციის განვითარებას. იწყება დაკვირვების უნარის განვითარება. ბ-ვი გამოყოფს ობიექტისათვის დამახ. ნიშნებს, ახდენს ანალიზს, რ-იც ახლა მას შეუძლია დამოუკიდებლად აწარმოოს მეხსიერება: სწავლასთან არსებითადაა დაკავშირებული; სწავლის შედეგად იგი სტრუქტურულად სრულდება და შინაარსეულად მდიდრდება. გარდა სწავლისა ამ პერიოდში ბ-ვისათვის დამახ. ქცევის სხვა ფორმებიც თამაში,სპორტი, გართობა, ესთეტიკური ტკბობა, მხატვრული შემოქმედება და სხვა.
თამაშსა და სპორტულ ქცევებს ის მნიშვ. აქვთ, რომ ისინი ხელს უწყობენ ბ-ვის მოტორიკისა და, საერთოდა ფიზ. ორგანიზმის წვრთნა-განვითარებას. მაგრამ მათი მნიშვ. კიდევ უფრო შორსმწვდომია; ისინი ხელს უწყობენ ნებელობის განვითარებასაც.
აღნიშნულ ასაკში ბ-ვის დამახ. ქცევა გართობაც არის. გართობის შინაარსს თამაშისა და სპორტის გვერდით შეადგენს ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა, კინო, თეატრი, მუსიკა და სხვა. ბ-ვის დროის „ბიუჯეტში“ მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
პ.ს. ასაკისათვის ნამდვილი ესთეტიკური ტკბობა, როგორც ქცევის დამოუკიდებელი ფორმა, დამახ. არ არის ლიტერატურული ნაწარმოების კითხვას არა ესთეტიკური, არამედ, უფრო ხშირად, ინტელექტუალური ინტერესი განსაზღვრავს.
მხატვრული შემოქმედება: განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება შინაგანი განცდების გამოსახვის, მათი ობიექტივაციის ტენდენცია, პ. ს. ასაკის ბოლოს მეტყველებითი შემოქმედება თავს იჩენს წერილობით და ზეპირ თხზულებებში. აქ ბ-ვი ცდილობს ადეკვატურ სიტყვიერ ფორმაში გამოხატოს რაიმე ფაქტისადმი თავისი დამოკიდებულება. ძერწვა და ხატვა: ბ-ვი ცდილობს ასახოს რეაური საგანი ისე, რ-რც იგი ობიექტურად არის მოცემული. პ. ს. ა-ის ბოლოს ხატვასა და ძერწვას ბ-ები, უკვე იშვიათად მიმართავენ, მხოლოდ საგანგებო ნიჭით დაჯილდოებულნი განაგრძობენ ქცევის ამ ფორმაში შემოქმედებითი აქტივობას.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |