A E

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პიკ პირ

პირობითი რეფლექსი

წარმოადგენს ისეთ რეაქციას, რ-თაც ორგანიზმი პირადი ცხოვრების პროცესში იძენს იგი დამახ. მოცემული სახეობის მხოლოდ იმ ინდივიდისათვის, რ-თაც იგი შეუმუშავდა, პ. რ. შეძენილია და მემკვიდრეობით არ გადადის. ყოველი პ. რ. დროთა ვითარებაში, სათანადო პირობების უქონლობის გამო, შეიძლება ჩაქრეს, შეკავდეს, მოიხსნას, მაშინ, როცა ყოველი უპირობო რეფლექსი ცხოველისათვის მუდმივია. პ. რ. აღმოაჩინა და შეისწავლა რუსმა მეცნიერმა ი. პავლოვმა. პ. რ. მუშავდება უპირობო რეფლექსის ბაზაზე. მაგ. როცა ცხოველს საჭმელს ვაძლევთ, მაშინ საპასუხოდ მისი სანერწყვე ჯირკვალი ნერწყვს გამოყოფს; ამ შემთხვევაში საჭმელი უპირობო გამღიზიანებელია, ნერწყვის გამოყოფა კი უპირობო რეფლექსი, მაგრამ შეიძლება ცხოველს ხელოვნურად შევუქმნათ ისეთი პირობები, როცა ინდიფერენტული ე. ი. პირობითი გამღიზიანებლის საპასუხოდ ცხოველი იძლევა ნერწყვის გამოყოფის რეფლექსს. მაგ., ვაჭმევთ ცხოველს და იმავე დროს ვრეკავთ ზარს. ამ პროცესის რამდენჯერმე გამეორების შემდეგ, როცა ცხოველს მარტო ზარის ხმას ვასმენინებთ, მაგრამ საჭმელს არ ვაძლევთ, იგი მაინც იძლევა ნერწყვის გამოყოფის რეფლექსს. ეს იმას ნიშნავს, რომ პირობით გამღიზიანებელზე —ზარის ხმაზე ცხოველს შეუმუშავდა ნერწყვის გამოყოფის რეფლექსი , რ–აც, ჩვეულებრივ, კვების უპირობო გამღიზიანებელი იწვევს. პირობითი გამღიზიანებელი – ზარის ხმა – ცვლის უპირობო გამღიზიანებელს /საკ- ვებს/. ასეთ რეფლექსს ი. პავლოვმა პირობითი რეფლექსი უწოდა.

პ. რ-ის შემუშავებისათვის საჭიროა თავის ტვინის ქერქში დროებითი კავშირის დამყარება პირობითი გამღიზიანებლის მიმღებ ცენტრსა და უპირობო გამღიზიანებლის ცენტრს შორის ამ კავშირს „პირობითი რეფლექსის რკალი“ ეწოდება,პირობით და უპირობო გამღიზიანებელთა მიმღებ ცენტრებს შორის გაკაფულ კავშირს „დროებითი კავშირი"ეწოდება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9