A E

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პიკ პირ

პიროვნება

L. person
G. Person, Personlichkeit
E. Personality

მოქმედი ადამიანი, სუბ რ-რც მთლიანი და ერთიანი ფსიქ-ფიზ. ორგანიზაცია თავისი სპეციფიკურ-ინდივიდუალური ფორმით, ნიშან-თვისებათა ერთობლიობით, დისპოზიციებით, განწყობებით, სიცოცხლის პოზიციით, სოც. მიმართებებით და შემოქმედებითი აქტივობით. მოცემულ განმარტებაში პ. ორი სახითაა წარმოდგენილი:

1. რ-რც სპეციფიკურ-ინდივიდუალური ფორმის მთლიან-სტატიკური ფსიქო-ფიზ. ორგანიზაცია.

2. როგორც დინამიკური /მოქმედი/ და სოც. მიმართულებებში ჩართული ფსიქო-ფიზ. ორგანიზაცია.

პ-ის პრობლემა დღეს ორივე დასახელებული მიმართულებით დაისმის.

1. პ-ის სპეციფიკურ-ინდივიდუალური სტატიკური ორგანიზაცია გულისხმობს სუბიექტის იმ თავისებურ პიროვნულ სტრუქტურას, რ-იც მხოლოდ მის პირად, ინდივიდუალურ კუთვნილებას შეადგენს და ყველა სხვა სუბ-საგან განასხვავებს. ინდივიდუალური სტრუქტურა – პ-ის სტატიკური მდგომარეობა – სუბ-ის ნიშან-თვისებათა ერთობლიობას წარმოადგენს, რ-იც ძირითადად ერთი და იგივე რჩება მთელი სიცოცხლის მანძილზე. სტატიკურ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა ად-ნის ხასიათად ითვლება და ამიტომ პ-ის ცნებას ხშირად ხასიათის ცნება ფარავს. ასეთ შემთხვევაში, ცნება პ. და ხასიათი იდენტური მნიშვნელობის მქონე ცნებებად მიიჩნევა /ლ. კლაგესი/. მაგრამ ეს დებულება არ შეიძლება მართებულად ჩაითვალოს, რადგან პ-ის ცნება მეტს ნიშნავს, ვიდრე ხასიათის ცნება, იგი შეიცავს კიდევ დისპოზიცია-ტენდეციების ერთობლიობას. დისპოზიციის ცნება, რ-რც პ-ის ყველა მიღწევათა საფუძველი /იხ. დისპოზიცია, ტენდენცია/ ემყარება ად-ნის ფენობრივი აგებულების იდეას, ად-ნის აგებას /მოდელირებას/ სიღრმითი განზომილებით, ამ კონცეფციის მიხედვით ად-ნის ფს-კური ორგანიზაცია, ერთიმეორის გვერდით მდებარე ფს-კურ მოვლენათა ერთობლიობად კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, არამედ – პ-ის ვერტიკალური განზომილების სხვადასხვა სფეროებში ჩართულ მოვლენათა სტრუქტურად. მაგ., ფ. ლერშის აზრით, პ-ების ქვედა, ვიტალურ ფენაში, ენდოთიმურ საფუძველში /იხ. ენდოთიმური საფუძველი/ იბადება სიცოცხლის გრძნობები, ლტოლვანი და აფექტები. სიცოცხლის ზედა ფენა, „პიროვნული ზედნაშენი“ /იხ. პიროვნული ზედნაშენი/ ცნობიერების და ნებელობის სფეროა. ფ. ლერშის კონცეფციით, ეს ფენები–ენდოთიმური საფუძველი და პიროვნული ზედნაშენი–ურთიერთსადმი კონფლიქტურად არ არის მიმართული, ისინი ერთიანი სტრუქტურული მთლიანობაა. ლ. კლაგესის შეხედულებით, პ-ის ქვედა ფენა „სული“, ზედა ფენა „გონთან“ კონფლიქტურადაა დაპირისპირებული. „არაცნობიერი ფსიქიკურის“ თეორია /ზ. ფროიდი/ პ-ს აგრეთვე სიღრმითი განზომილების პლანში განიხილავს და ქვედა ფენაში არსებულ არაცნობიერ ფს-კურს ცნობიერ „მე“-სთან კონფლიქტურ მიმართებაში აყენებს.

გარდა „ხასიათისა“ და ფენობრივი აგებულების იდეისა, თანამედროვე ფს-გია, პ-ის კვლევის მიზნით, იყენებს კიდევ ცნებებს: ტიპი, კონსტიტუცია, სტრუქტურა, ორგანიზაცია /იხ./.

დ. უზნაძის განწყობის თეორიის თანახმად, პ-ის სტატიკური ორგანიზაცია წარმოადგენს „განწყობის“ არაცნობიერი ფს-კურის /იმპულსური დონის/ და ცნობიერი ფს-კურის / ობიექტივაციის დონის/ ერთიანობას. დ. უზნაძის განწყობა, რ-რც არაცნობიერი, არც შინაარსეულად და არც ფუნქციურად არ ემსგავსება ფროიდისეულად გაგებულ არაცნობიერს: იგი ცნობიერ დონესთან ჰარმონიულად შერწყმული, პ-ის გარემოსთან მიზანშეწონილი დამოკიდებულების განმსაზღვრელი საფუძველია.

2. პ-ის დინამიკური ორგანიზაცია ხაზს უსვამს პ-ის ცვალებადობას განვითარების აზრით. პ-ის განვითარება ხანგრძლივი პროცესია, მოიცავს ზრდადამთავრებული ადამიანის სიცოცხლის მთელ შემოქმედებით პერიოდს. პ. ვითარდება რ-რც მოქმედი სუბ. გარემოსთან ურთიერთობის პროცესში, იგი მუდამ აფართოებს თავის გამოცდილებას, იძენს ახალ ცოდნა-ჩვევებს, ამუშავებს შეხედულებებს, ამყარებს სოც. გარემოსთან მრავალ კავშირს, ეწევა შემოქმედებით მოღვაწეობას - აობიექტივებს თავის სასიცოცხლო ენერგიას, ძალებს, „ფუნქციურ ტენდენციებს", რაც თავის მხრივ, ერთვის უკვე არსებულ პიროვნულ შინაარსს და ამდიდრებს პ-ის შინაგან სამყაროს. ყოველივე ამის შედეგად თვით პ., ერთი მხრივ, უფრო დიფერენცირებული, ხოლო მეორე მხრივ, უფრო ინტეგრირებული ხდება.

ქართული სიტყვა „პიროვნების“ გენეზისისთვის: ქართული სიტყვა პ. ნაწარმოებია ფუძე-სიტყვა პირ-იდან. სიტყვა პირ-ი კაცის, მოქმედი სუბ-ის აღმნიშვნელ სიტყვად დღესაც იხმარება. ამ გაგებით იგი გამოყენებული იყო ძველადაც, მაგ., „ვეფხისტყაოსანში“. საბა-სულხან ორბელიანი განმარტავს სიტყვა „პირ“-ს, რ-რც ინდივიდუალურად თავისებურს, მთლიანს და სპეციფიკურ ადამიანურის მნიშვნელობით, ე. ი. - „პიროვნების“ მნიშვ-ით.

თანამედროვე ქართულში სიტყვა პირ-ფუძით პიროვნების აღმნიშვნელი 12 სიტყვაა აღრიცხული. მათ შინაარსში პ. წარმოდგენილია ემოციის, ზნეობის, ხასიათის და სოც. რეპუტაციის მნიშვნელობით.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9