ად-ნები ურთიერთისაგან განსხვავდებიან რეაქციის სისწრაფით. არიან სწრაფი ან ნელი რეაქციის ად-ნები. რეაქციის სისწრაფე ყოველი ად-ნისათვის კონსტანტური ნიშანია. პირველად ეს ფაქტი გრინვიჩის ობსერვატორიის დირექტორმა ბესელმა შეამჩნია: მისი ასისტენტი, რ-იც ვარსკვლავთა მოძრაობას აკვირდებოდა, მერიდიანზე ვარსკვლავის გადასვლას ყოველთვის მოგვიანებით აღნიშნავდა, რის გამოც იგი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, რ-რც უვარგისი მომუშავე. შემდეგ გამოირკვა, რომ ყოველ ად-ნში რეაქციის სისწრაფე ინდივიდუალურად თავისებურია და კონსტანტური, რომ ყოველი ად-ნისათვის დამახასიათებელია რეაქციის პირადი, „პერსონალური ტემპი“. ამიტომ საჭირო გახდა ასტრონომიულ დაკვირვებებში თითოეული დამკვირვებლისათვის „პიროვნული განტოლების“ ფორმულის შემუშავება, რ-იც კორექციას შეიტანდა მის დაკვირვებებში /იხ. კომპლიკაცია /.