მიმდინარეობა გრძნობის ფს-გიაში. იცავს თვისებრივად განსხვავებულ მრავალ ელემენტარულ გრძნობათა არსებობას. პ-ის მიმდევართა აზრით, სინგულარიზმის საპირ-ოდ არსებობს მრავალი სახის სასიამოვნო და ასევე მრავალი სახის უსიამოვნო გრძნობა /ვ. ვუნდტი, დ. უზნაძე/. ყოველი მათგანი მეორეზე დაუყვანადი, დამოუკიდებელი განცდაა, ერთი გრძნობა არ არის მეორე, საწინააღმდეგო გრძნობის უარყოფა, მაგ., სიამოვნება არ არის უსიამოვნების უარყოფა, არამედ თავისი საკუთარი შინაარსის მქონე, პოზიტიური განცდაა. პ-ის შეხედულებით, მუსიკის მოსმენით აღძრული სიამოვნება არაფრით ჰგავს საჭმლით მიღებულ სიამოვნებას /სინგულარიზმის მტკიცებით კი სიამოვნების გრძნობა ყველა ერთნაირია, რითაც არ უნდა იყოს იგი გამოწვეული/. ვ. ვუნდტის შეხედულებით, სიამოვნებისა და უსიამოვნების ელემენტარულ გრძნობათა გვერდით კიდევ არსებობს გრძნობის სხვა ელემენტარული კატეგორია; ასეთია მაგ., აგზნება– დამშვიდება, დაძაბვა–შვება. თანამედროვე ფს-გია ცნობს გრძნობის ორ ძირითად განზომილებას სიამოვნება-უსიამოვნებას და აგზნება-დამშვიდებას. პ-ის საწინააღმდეგო მიმდინარეობაა სინგულარიზმი /იხ. სინგულარიზმი გრძნობებში/.