მიმართულება ფილოს-ში, რ-ის თანახმად, ყოველი მეცნ-რული კვლევა-ძიებისა და შემეცნების წყარო არის გამოცდილება, ე. ი. ის, რაც ად-ნს შეგრძნებითა და გამოცდილებით ეძლევა, ხოლო, რაც ფაქტი არაა და გრძნობადი სახით არ გვეძლევა, ის მეტაფიზიკურია და მეცნ-ის საგანი არ შეიძლება იყოს. პ-ის მამამთავრად კონტი /1798—1857/ ითვლება. პ-მა მე-19 — მე-20 ს-ში ემპირიზმის სახით ძლიერი გავლენა მოახდინა ფს-გიის განვითარებაზე: პოზიტიური კონცეფციის გავლენით განვითარდა ფსიქოფიზიკა, ბიჰევიორიზმი, ობიექტური ფსიქოლოგია და ემპირიული ფსიქოლოგია. /იხ.ფსიქოფიზიკა, ბიჰევიორიზმი; ობიექტური ფსიქოლოგია; ემპირიული ფსიქოლოგია ემპირიზმი/.