Fr. enquête გამოკითხვის ფურცელი ად-ნთა გარკვეული ჯგუფის წერილობითი ან ზეპირი გამოკითხვა წინასწარ შემუშავებული კითხვარის საშუალებით, მიზნად ისახავს მასობრივი სტატისტიკური მასალის დაგროვებას რაიმე ფს-გიური ამოცანის გადასაწყვეტად. ფს-გიის ერთ–ერთი დამხმარე მეთოდია. გამოიყენება მხოლოდ ზოგიერთი საკითხის შესასწავლად, სხვადასხვა ასაკის ბ-ვთა იდეალებისა და ინტერესების საკვლევად და სხვ. ა. მ-ით შედარებით ფართოდ სარგებლობენ ფს-გიური მეცნიერების პრაქტიკულ–გამოყენებით დარგში. პირველად გამოიყენეს ინგლისში და ამჟამად განსაკუთრებით გავრცელებულია ამერიკაში საზოგადოებრივ შეხედულებათა გამოკვლევის მიზნით (იხ. „საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა“).
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.