L. prae წინ, cognitio შემეცნება, ცოდნა პარაფს-გიაში ნათელხედვის ერთ-ერთი სახე, მომავლის წინასწარი გამოცნობა, წინასწარმეტყველება. თუ რის საფუძველზე აღმოცენდება მომავლის ეს წინასწარი ცოდნა, სუბ-ს არა აქვს გაცნობიერებული. ის არ ეყრდნობა ზემოქმედებისაგან მიღებულ შთაბეჭდილებას, არც წარსულის გამოცდილებას. პარაფს-ბთა შეხედულებით, ასეთი ცოდნა სუბ-ს უშუალო ხედვით, შთაგონებით ეძლევა.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694