ზ. ფროიდის მიერ შემოტანილი ტერმინი ფსიქოანალიზში, გულისხმობს: „იგი“ ფენის შესატყვის მოვლენებს თავისი თავდაპირველი სახით, მაღალ კორტიკალურ წარმოდგენებში გადასვლამდე. ასეთია, მაგ, ლტოლვები: კვების თავდაცვის /შიში, გაქცევა, ბრძოლა, დამალვა/, სექსუალური გრძნობები და სხვა. ფროიდის მიხედვით პ. მ-ები ზრდადამთავრებულ ად-ში ვლინდება მხოლოდ სიზმარში, რ-რც წესი, „ზე-მე“-სა და „მე“-ს რედუქციის სა- ხით. ინტელექტუალური გრძნობებისაგან განსხვავებით პ. მ. დაკავშირებულია დაბალ გრძნობებთან, ლტოლვებთან. ახას. აფექტური განცდები (იხ. „შეკუმშვა“, „გადანაცვლება ანუ გადაადგილება“, „პროექცია".
პ. მ-ს საფუძველზე სიზმრის ცნობიერება აღწევს აღქმის შინაარსებს შორის იდენტობის დამყარებას. განსხვავდება „სეკუნდარული მოვლენებისაგან“. ეს უკანასკნელი „ზე-მე“-ს მიერ არის აღიარებული და მიღებული /იხ. სეკუნდარული მოვლენები/.